2022 წლის “ოსკარის” ნომინანტები ცნობილია

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი“ 2022-ის ნომინანტები წარადგინა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში 10 ნამუშევარი დასახელდა.

ყველაზე მეტ, 12 კატეგორიაშია წარდგენილია ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალა“, 10 ნომინაციაში, დენი ვილნევის „დიუნი“. შვიდ-შვიდ კატეგორიაში კი „ბელფასტი“ და „ვესტსაიდური ამბავი“.

საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: სტივენ სპილბერგი, კენეტ ბრანა, რიუსუკე ჰამაგუჩი, პოლ თომას ანდერსონი და ჯეინ კამპიონი.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ წარდგენილნი არიან: ჯესიკა ჩესტეინი, პენელოპა კრუსი, კრისტენ სტიუარტი, ოლივია კოლმანი და ნიკოლ კიდმანი.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ კი უილ სმიტი, ენდრიუ გარფილდი, ხავიერ ბარდემი, ბენედიქტ კამბერბატჩი და დენზელ ვაშინგტონი იბრძოლებენ.

ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოება 27 მარტს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share