აქცია ქობულეთში – სოფელ ზედა ლეღვას მოსახლეობა წყლის და გადაადგილების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

საპროტესტო აქცია იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ლეღვაში. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ წყალი მათ გრაფიკით მიეწოდებათ, რაც ხშირად ირღვევა. მოსახლეობა გადაადგილების პრობლემაზეც ჩივის. გზა, რომელიც სამ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს, წლებია ვარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share