გურიის მოამბე

ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ? – ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.

შერმადინს აინტერესებს, “ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქლაქეობის ჩამორთმევასაც ხომ არ აპირებენ და ასევე, შეძლებს თუ არა ქვეყანაში შემოსვლას.“

,,უკაცრავად დიდი ბოდიშის მოხდით, მოღალატე თუ ვიყავი, არ ვიცოდი. ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქლაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ? ქვეყანაში შემოსვლას შევძლებთ თუ ვეღარ?  მადლობა.
პ.ს საქართველოში მშობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის ხალხი, ახლობლების, მეგობრების ნათესავების, ზოგს ვიზა ჭირდება, ზოგს საშუალება არ აქვს,  ზოგს საბუთი… ესე ხაზის გადასმა ემიგრანტებზე ნორმალურია თქვენის აზრით? თორე ჩემი ხმა რომ არაფერს წყვეტს ამას დიდი ხანია მივხვდი…
იქნებ დახვრეტაც შემოიღოთ მოღალატეებზე…
დიდი მადლობა მეგობრებო” – წერს შერმადინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights