რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობაშ მონაწილეობს.
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ადრე თუ გვიან აუცილებლად დამარცდება.
არავის გამოუგონია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთად, მაგრამ ეს დამარცხებაც მოვა. მთავარია, ეს ხალხი დგას თუ არ დგას და ბოლომდე თუ დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.
ჩანს, რომ რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალის ნიშანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უზამს, როცა ხალხი თავისას ამბობს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.








