გურიის მოამბე

ლადო მენაბდე-რატომ არ უნდა გააკაროს ამომრჩეველმა ბიზნესმენი ხელისუფლებას….

2007 წლის შემოდგომა იყო… ოზურგეთში სტუმრად ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩამოვიდა…
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლიეტუვის ყოფილი ელჩი იტალიაში, რომელიც ყაზახეთში მიემგზავრებოდა, რადგან იქ დაინიშნა ელჩად, ასევე ლიეტუვის საქართველოში საელჩოს მაღალი თანამდებობის პირი… სამწუხაროდ გვარები არ მახსოვს…
მიზეზი-ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა პროექტი-გურიის მხარის ეკონომიკური გაუმჯობესებისათვის.
ამ პროექტის ფარგლებში, ლიეტუვაში, კერძოდ პანევეჟისში, 39 – გურიაში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი მედიის ხელმძღვანელები, ეტაპობრივად, სამი თვის განმავლობაში , ვიმყოფებოდით-ადგილობრივი ბიზნესის გაცნობისა და გამოცდილების მიღების მიზნით..
შეხვედრის ორგანიზატორმა, შეხვედრაზე მე-როგორც ამ პროექტის მონაწილე, გურიის მოამბეს” რედაქტორი, ასევე ოზურგეთის ლუდის მაშინდელი დირექტორი, შოთა მარგალიტაძე მიგვიწვია, შეხვედრაზე უნდა ყოფილიყო გურიის მაშინდელი გუბერნატორი-მიხეილ სვიმონიშვილი, რომელიც არ მოვიდა, მიზეზი რომ ვკითხე ორგანიზატორს, ჩუმად მითხრა-ლიეტუვაში “ნაბეღლავი” არ იყიდება და რა ფეხები მინდა მაგ შეხვედრაზეო…
ლიეტუველთა მხრიდან შეხვედრის მიზანი-ამ პროექტის რბილი მონიტორინგი იყო… დაინტერესდნენ რამდენად კმაყოფილი ვიყავით და დაგვეხმარა თუ არა მათი ძალისხმევა ჩვენ-ჩვენი ბიზნესების განვითარებაში…
მათ ნებისმიერ სიტყვასა თუ ქცევაში, მიუხედავად იმისა, რიმ დიპლომატები იყვნენ.. ჩვენი, ქართველების მიმართ უდიდესი სიყვარული იგრძნობოდა… ერთმა დიპლომატმა თქვა-ქართველ მეგობარს ლუდზე რომ დავპატიჟებ (ლუდი ლიეტუვაში “წმიდათა წმიდაა და ნომერ პირველი ალკოჰოლური სასმელი) – მკითხავს რა სასმელი ვიყიდო, ლუდს რას დააყოლებო-თქვენ ქართველები ლუდს სასმელად არ თვლითო… დავიჭირეთ სიტყვაზე და ოზურგეთის ლუდის ქარხანაში დავპატიჟეთ და იქვე რესტორანში-ბევრი ვისაუბრეთ.. ძალიან ღია ხალხი იყო… შემდეგ, ისე მოეწონათ ოზურგეთის ლუდი, შოთამ რამდენიმე ყუთი აჩუქა, ძალიან ბედნიერები იყვნენ-თავისთავად არა ლუდით, არამედ იმით, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დავუმტკიცეთ, რომ მათი დაფინანსებული პროექტი, ისეთი ტიპის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მხარისათვის, როგორიც გურიაა, უმნიშვნელოვანესი იყო…

სურათზე – მე პანევეჟისში წასვლისას

ჰოდა რატომ მოვყევი ეს ამბავი ამ კუთხიდან, იმიტომ რომ ბისნესმენი ყოველთვის მოგებაზე ორიენტირებულია, ბიზნესში თავისთავად და ხელისუფლებაშიც, მათ მენტალობას ვერაფერი ვერ შეცვლის და ის,,, ხელისუფლებაში თუ იმყოფება, პოლიტიკური მოტივებით კი არა, ეკონომიკური მოგებების პერსპექტივით საზღვრავს ყველაფერს, ამ კუთხით უდგება საკითხებს, და ამ ბიზნეს ინტერესებიდან ღებულობს გადაწყვეტილებებს…

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მიხეილ სვიმონიშვილთან, უბრალოდ მოვახდინე ფაქტის კონსტატაცია.

რამ გამახსენა ეს ამბავი… უბრალოდ, ტრამპის მიერ ბეჭედდარტყმულ “სამშვიდობო გეგმაზე” ვფიქრობდი, უკრაინის პრეზიდენტს ათასი მეთოდების გამოყენებით რომ უნდა მოახვიოს თავზე და სულ ეს იყო…

ასეთი ხალხი ვართ გურულები, გლობალური პოლიტიკაზე საუბარს – ვერასდროს ვერ ავუვლით გვერდს…

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights