20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, შსს BBC-ის მიერ დასახელებულ ნივთიერებას ფლობდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა “ქართულმა ოცნებამ”.
- ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს “კამიტე” 2009-2010 წლის შემდეგ არ გამოუყენებია.
,,დათვის ტყვიებიც ნაცების დროს იყო შეძენილი და 20 ივნისს რომ გვეკითხა, ტყვიები არც იყო მათი ხელწერა,” – წერს მაკო გომური.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა








