გურიის მოამბე

,,დათვის ტყვიებიც არ იყო “ოცნების” ხელწერა” – მაკო გომური ვახტანგ გომელაურს

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, შსს BBC-ის მიერ დასახელებულ ნივთიერებას ფლობდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა “ქართულმა ოცნებამ”.

  • ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს “კამიტე” 2009-2010 წლის შემდეგ არ გამოუყენებია.

,,დათვის ტყვიებიც ნაცების დროს იყო შეძენილი და 20 ივნისს რომ გვეკითხა, ტყვიები არც იყო მათი ხელწერა,” – წერს მაკო გომური. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights