გურიის მოამბე

ლადო კახაძემ BBC-ის ლექსი მიუძღვნა

ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ BBC-ის ლექსი მიუძღვნა.

გთავაზობთ ლექსს უცვლელად:

,,მინანქრებში ჩასმულ კბილებს უძვლო ენა დირიჟორობს,
ვაზირებს და მოციქულებს არევიათ რამსები,
მიკროფონი თუ ჩაიგდო ყველა პირი მღერის სოლოს,
“ბეიჯების” მეპატრონეთ დაურიგდათ საშვები.
ერთდროს ნაქებ “ბი-ბი-სელებს” ცნობილ ალღომ უმტყუნათ,
პრეზიდენტის აფორიზმებს გადააკრეს დამღები,
“ნიკნეიმად” აიწეპეს – “გრძელცხვირა” და “დიდყურა”,
ფეხში ტყვია დაიხალეს, აიფეთქეს ნაღმები.
ანგარებამ ცოდვილების სასთუმლამდე მიაღწია,
ჟურნალისტებს ჩაერიცხათ “გარეცხილი” თანხები,
თავყრილობამ შეთანხმება სხვა დროისთვის გადაწია,
ოქრომ თავი აიშვა და აიყოლა თანმხლებიც.
მასმედიას ტყუილს აწვდის “ჩიტი- კორესპონდენტი”,
ძველ კომისრებს “ფლაგს უხევენ” უკომპლექსო ახლები,
მისხალ-მისხალ “ვებ გვერდებზე” გადატვირთეს კონტენტი,
საღ მართვეებს ჩაენაცვლნენ უწარსულო ბახლები.
ცრუ პროგნოზებს უტვირთავენ საწყალ სინოპტიკოსებს,
თუ გონებას არ მოვეგეთ, ყველა ერთად წავხდებით,
მგლებს ვერავინ გაექცევა როცა სუნი იყნოსეს
და თუ ცუდად მოვიქცევით დასაცინი გავხდებით…”

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights