გურიის მოამბე

გაჯიუტება ქიმიური ნივთიერების დასახელებაზე არ არის გამორიცხული, მისი რუსული წარმოშობით იყოს განპირობებული- კემულარია

კოტე ლემულარია არ გამორიცხავს, რომ იმ ქიმიური ნივთიერების დასახელება, რომელიც აქციების დარბევის დროს წყლის ჭავლში გამოიყენეს, მისი რუსული წარმოშობით  იყოს განპირობებული.

კემულარია ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიების მიერ, რუსეთი უკვე დადანაშაულებულია უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

ის ვარაუდობს, რომ “2- 3 დღეში, მას შემდეგ რაც 28 ნოემბერს კობახიძის განცხადების შემდეგ ქუჩაში ხალხი გამოვიდა,  ევროპიდან ან ამერიკიდან #ციანო ჯგუფის-UN3439 კოდის  მომწამვლელი ქიმიკატების შემოტანა, დოკუმენტების გაფორმების, დროის და ტრანსპორტირების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იყო ფიზიკურად შეუძლებელი.“

რაც შეეხება “მერაბიშვილის მიერ 2009 წელს შემოტანილს”—ამ მომწამვლელ ქიმიკატებს აქვს გამოყენების მოკლე ვადა და 15 წლის(!) შემდეგ ის იქნებოდა უვარგისი, – წერს ის.

“რუსეთი — საერთაშორისო გამოძიების მიერ დადანაშაულებულია უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ #ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ქიმიარაღის საწარმოებლად აუცილებელი რეაგენტებიდ მოსკოვისთვის მიწოდებაში #ბელორუსის მონაწილეობაზე, ასევესაერთაშორისო გამოძიება მიმდინარეობს… საქმის აღძვრის პერიოდი ემთხვევა საქართველოს სკანდალს—გასული წლის  ნოემბერ-დეკემბერი!!!
გომელაურის სტრატეგიული პარტნიორი—ბელარუსის— #კ გ ბ, ლუკაშენკოსთან დაახლოებული სამი ოლიგარქის კომპანიის მეშვეობით, ესპანეთიდან ახორციელებდა ქიმიური იარაღის
დასამზადებლად აუცილებელი  სოლვენტების(გამხსნელები) გატარებას —#ბელორუსის მეშვეობით — მ ო ს კ ო ვ შ ი!!! თვალის ასახვევად, ტვირთების  მიმღებად—სომხურ და ყირგიზურ კომპანიებს უთითებდნენ. არ არის გამორიცხული რომ, ასე გაჯიუტება იმ  ქიმიური ნივთიერებიხ დასახელებაზე, რომლის წყლის ჭავლში გარევას ადასტურებენ გომელაური და კობახიძე, მისი  ##რ უ ს უ ლ ი წარმოშობით  იყოს განპირობებული!!!

კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა ავადსახსენებელი განცხადება: “ვაჩერებ 2028 წლამდე მოლაპარაკებებს ბრიუსელთანო”! მეორე დღიდანვე გადაიჭედა რუსთაველი იმ ხალხით,
რომელიც არჩევნების გაყალბების გამოც კი არ გამოსულა ქუჩაში!!!  მაშინვე დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენება… ლოგიკურად—ორ და სამ დღეში, ევროპიდან ან ამერიკიდან #ციანო ჯგუფის-UN3439 კოდის  მომწამვლელი ქიმიკატების შემოტანა — დოკუმენტების გაფორმების დროის  და ტრანსპორტირების ხანგრძლივობის გათვალისწინებით—იყო ფიზიკურად შეუძლებელი! რაც შეეხება “მერაბიშვილის მიერ 2009 წელს შემოტანილს”—ამ მომწამვლელ ქიმიკატებს აქვს გამოყენების მოკლე ვადა და 15 წლის(!) შემდეგ ის იქნებოდა უვარგისი!!!
სამაგიეროდ, სტრატეგიული “მეგობარი” #ბელარუსის კ გ ბ, 2-3 დღეში და გ ა ფ ო რ მ ე ბ ი ს  გარეშეც(?!)—მოაწვდიდა “გაჭირვებაში ჩავარდნილ” პარტნიორს “განსაკუთრებით საშიში მშვიდობიანი მომიტინგეების” დიდი ხნით “ჩასასხნელად” საჭირო  #შხამებს!!!
ქიმიური იარაღის კონტროლის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით—ბელარუსს და რუსეთს ტონობით აქვთ დასაწყობებული ქ ლ ო რ ო პრისრინი[Chloroprisrin]—მაღალი კონცენტრაციის თხევადი მომწამვლავი ნივთიერება(მას camite-ს რუსულ ანალოგსაც ეძახიან ყვითელი ფერის,ცუდი სუნის და მაღალი შეღწევადობის გამო) რომლის წყალში შერევით, შესაძლებელია მისიქიმიურ იარაღად გამოყენება მომიტინგეების მიმართ!!! თავად რუსები მის ტრანსპორტერად ხელის ჭურვებს იყენებენ…
ასეთი ანალიზები  აღარ გავრცელდება, თუ ქართული მთავრობა დროზე განაცხადებს რა ნივთიერებას ურევდნენ წყლის ჭავლში!!!

 რაც შეეხება კობახიძის მორიგ “შედევრს”: “გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ შეემოწმებინა მომწამლავი ქიმიკატები შეემოწმებინაო”—შესაბამისი ექსპერტები ბევრნი არიან საქართველოში… უშიშროების საბჭოში, წლები ვხელმძღვანელობდი ასეთი ტოქსიკური აგენტების, ფეთქითი საშუალებების და სხვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების იმპორტის ნებართვის გამცემ კომისიას, სადაც, 20-25 მაღალკვალიფიციური ქართველი ~ ექსპერტის მონაწილეობით,  სკრუპულოზურად ვიხილავდით საზოგადოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს… ივანიშვილმა კომისიაც გააუქმა და უშიშროების საბჭოც!!! ახლა ამის შედეგს იმკის მთელი საქართველო!!! “მომართვიანობა არ ყოფილაო”…
მსოფლიო უყურებდა პირდაპირ ეთერში სასწრაფოს ექიმები რომ ვერ აუდიოდნენ სუნთქვაშეკრული, თვალებშეპუპებული და გონებადაბინდული ასეულობით ადამიანის  მომსახურებას რუსთაველზე… სად იყო კობახიძის პარტიის “ტოქსიკოლოგთა ასოციაციის” ქურუმი(რომლის უაზრო კომენტარსაც იმეორებს) ამ დროს??? ან, დღეს სად არის,
მთავრობის დანაშაულის უამრავი მსხვერპლი რომ დადის კიდევ, ოფთალმოლოგთან, კარდიოლოგთან,ნევროლოგთან,  გასტროლოგთან… კონკრეტული ჩივილების გამო… რატომ არ ითხოვს მთავარი ტოქსიკოლოგი კობიძე რაც წყალში გაურიეს იმ ტოქსიკური აგენტის დასახელებას— ანტიდოტი რომ გამოიყენონ და გაანეიტრალონ შხამი.. რაც  უშველის განსაცდელში ჩავარდნილ ჩვენს თანამემამულეებს???
P.S.  ტოქსიკური რეაგენტების(მათ შორის UN3439 კოდის) შენახვის მაქსიმალური ვადა ვარირებს
— #1 წლიდან  #5 წ ლ ა მ დ ე!!! მერე უნდა გ ა ნ ა დ გ უ რ დ ე ს  მკაცრად დადგენილი წესით!!!   ეს ისე, 15 წლის წინ—2009 წელს შეძენილზე…”- წერს კემულარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights