გურიის მოამბე

ღონისძიება “თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში”

  • NEW YORK CITY
  • WORLD TRADE CENTER, “EATALY” Downtown
  • 6 დეკებერი – 11:30 AM – 4:00 PM
  • $ 100

ღონისძიება განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ  ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზეც პირდაპირ და ნეგატიურად აისახება საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილება, საქართველო-დასავლეთს შორის ასეულობით წლების განმავლობაში ნაშენი ხიდების ნგრევა და მოწყვეტა დასავლური განვითარების ვექტორიდან; ამ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი და მზად არიან ქმედითად შეეწინააღმდეგონ  საარჩევნო ხმის ფაქტიური ჩამორთმევით მეორეხარისხოვან ქართველებად გამოცხადებას

ღონისძიების მიზანია, სპიკერების მიერ წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული კონკრეტული მაგალითების წარმოდგენით, ხელი შეუწყოს დისკუსიის გახსნას იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქმიან საზოგადოებას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც აწუხებს ყველა პროდასავლურად განწყობილ და განსაკუთრებით დასავლურ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველს.

მსჯელობა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, ორ ძირითად თემაზე:

• ბიზნესის ქმედითი პასუხი   ემიგრაციაში არჩევნების ფაქტიურ გაუქმებასთან დაკავშირებით

• Eataly-ის ანალოგი საქართველოს “ბიზნეს საელჩოების” გახსნა – DC-სა და NY-ში.

ფანდრაიზინგი

ღონისძიებაზე შედგება პირდაპირი ფანდრაიზინგი  პროექტისათვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც აერთიანებს თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ 22 ონლაინ მედიას.

დღის წესრიგი
11:30 – 12:00 – შეკრება
12:00 – 12:30 – EATALY-ის ტური

 

Business Model Showcase & Concept Presentation

12:30 – 14:00 – პანელური დისკუსია
14:00 – 16:00 – საქმიანი სადილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights