გურიის მოამბე

ბექა კობახიძე-ტრამპმა შეასრულა ის ე.წ. უნიპოლარული სამყაროს მოშლა – რის მიღწევასაც პუტინი მინიმუმ 2007 წლიდან ცდილობს

ამაზე წიგნები დაიწერება, მაგრამ მე სინოპსისს დავწერ მოკლედ:
ტრამპმა შეასრულა ის (ე.წ. უნიპოლარული სამყაროს მოშლა), რის მიღწევასაც პუტინი მინიმუმ 2007 წლიდან ცდილობს. “ეროვნული ინტერესებით” და საერთაშორისო ორგანიზაციების ნგრევით მართული მსოფლიო ნიშნავს დიდების მიერ პატარების ჩაყლაპვის დაბრუნებას, ესე იგი იმპერიალიზმის დაბრუნებას და რეალიზმის დაბრუნებას. ეს ყველაფერი თუ არ შეჩერდა, ბევრ ომს გამოიწვევს. ტრამპი, რომელიც “მშვიდობის პრეზიდენტად” პოზირებს, ისტორიაში შევა უამრავი ომის დამთესავ პრეზიდენტად.
რამ შეიძლება შეაჩეროს ეს? ამერიკელი ხალხის არჩევანმა 2028 წელს, თუმცა, გარანტირებული აქაც არაფერია.
2028 წლამდე ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება. კონკრეტული პატარა სახელმწიფოების გადარჩენისთვის შესაძლოა ერთი თვე იყოს საბედისწერო, არათუ სამი წელი. რას მოასწრებს რუსული იმპერიალიზმი უკრაინაში, საქართველოში და სხვაგან, ამ სამი წლის განმავლობაში, ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ. უკეთეს შემთხვევაში, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ სახელმწიფოს პროფანები მოაჯდნენ, რომლებმაც არ იციან რაზე დგას ამერიკის წარმატება. უარესი ვერსიებიც არსებობს…
ამერიკა გადარჩება. 1917 წლამდე, ანუ პირველ მსოფლიო ომში ჩაბმამდე, ამერიკა იზოლაციონისტური სახელმწიფო იყო. 1921 წელს ისევ იზოლაციონისტები დაბრუნდნენ. ეს იდეა არასდროს გამქრალა და ისევ დაბრუნდა. არაუშავს, ესეც ჩაივლის, მაგრამ სანამ ჩაივლის მანამდე შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს რუსეთის სამეზობლოსა და ევროპას.
წერს ბექა კობახიძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights