საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფილარმონიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
,,ეს საზოგადოება ძალიან შეგნებულია და ესმის, რომ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ გაჩერება ნიშნავს რეჟიმის გამარჯვებას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიტერიული, რეპრესიული კანონების მიღება, რაც ახასიათებს რეჟიმს, ეს მათი სისუსტის ნიშანია. როცა ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ამდენი რეპრესიული კანონი არ გჭირდება! ტროტუარზე ნუ დადგებით, პირდაპირ საბჭოთა პრაქიკიდანაა გადმოღებული, სადაც 3 ადამიანიც რომ შეიკრიბებოდა, ეუბნებოდნან – გაიარეთ” – თქვა მან.
დღეს ტრადიციულად, მოქალაქეებმა ფილარმონიასთან შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. ისინი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც წელიწადზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ხალხი ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.








