ეს
რაღაცით წააგავს უინსტონ ჩერჩილის მიერ ნევილ ჩემბერლენისთვის 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების (სუდეტების ოლქის გერმანიისთვის გადაცემის) შემდეგ, თემთა პალატაში 1938 წლის 5 ოქტომბერს, ნათქვამ ცნობილ სიტყვებს, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ჰიტლერის დამშვიდების პოლიტიკა: “თქვენ მოგეცათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი – და მიიღებთ ომს”.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროპელ ლიდერებს სიტყებით: “საქმეს შეუდგეთ, საქმეს”…
…განაცხადა – “ახლა ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს ან სისხლი ხვალ. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე. მე ვსაუბრობ ევროპაზე.
და ეს ჩვენი გადასაწყვეტია.
მხოლოდ ჩვენი“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტს ესწრება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის რეპარაციების სესხის ბედის გადაწყვეტას ცდილობენ.
არსებობს ორი სცენარი:
პირველი: ევროკომისია და წევრი სახელმწიფოების უმეტესობა, მათ შორის პოლონეთი და გერმანია, მიიჩნევენ, რომ უმარტივესი ვარიანტია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება.
ეს თანხები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციული სესხის დასაფინანსებლად, რომელიც დაფარული იქნება ომის დასრულებისა და რუსეთის მიერ ომის რეპარაციების გადახდის შემდეგ. ამ იდეას ეწინააღმდეგება ბელგია, სადაც ევროკავშირის გაყინული აქტივების უმეტესობა, 210 მილიარდი ევროს ოდენობით, ინახება (ძირითადად Euroclear-ში, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მოქმედ კომპანიაში).
კიდევ ერთი სცენარი გულისხმობს უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან სესხის გაცემას.
თუმცა, ამ ვარიანტს 27 ევროპული დედაქალაქის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
ცნობილია, რომ ბუდაპეშტი და ბრატისლავა, სხვა დედაქალაქებთან ერთად, უკვე ეწინააღმდეგებიან.
არის ასევე მესამე სცენარიც:
ნორვეგიას შეუძლია გამოიყენოს თავისი 1.7 ტრილიონი ევროს ოდენობის “კეთილდღეობის სუვერენული ფონდი”-დან ევროკავშირისთვის 100 მილიარდის სესხის სახით გამოყოფა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დასაფინანსებლად.








