გურიის მოამბე

ჟურნალისტი-იცით, ყველაზე გაიძვერა და დაუნდობელი როგორი ხალხია? ყველას და ყველაფერს რომ “აიგნორებენ”

იცით, ყველაზე გაიძვერა და დაუნდობელი როგორი ხალხია? აი, ეგეთი: სულ რომ ატომური ბომბი გესროლონ, ხან ჩურჩხელის ამოღებით ერთობიან, ხან შემოდგომის სიო აღაფრთოვანებთ, ხან კიდევ მინდვრად ჭრელი ხბოების კუნტრუში. ყველას და ყველაფერს აიგნორებენ, რადგან “ამ დაპირისპირებაში არც ერთ მხარეს არ უჭერენ მხარს”. თუმცა, ერთ დღესაც ყველა მხრიდან დაჩაგრული და ჩაწიხლული ადამიანი ვიღაც რიგით, პრივილეგირებულ და გაქსუებულ ქოცს დასცინებს, თუნდაც არაეთიკურად და უცებ ხდებიან ყველაზე ემპათიურები, ყველაზე კეთილები, ყველაზე გულჩვილები, მოიდგამენ მორალურ პედესტალს, გაიხსენებენ ახლა რომ არ ევასებათ იმ ენჯეო ტრენინგებზე ნასწავლ სამივე სიტყვას და გაჰკივიან, “გარეგნობაზე ბულინგი როგორ შეიძლება თქვე ფაშისტეეეეებოოოოო”.
კი, გარეგნობაზე ბულინგი არ შეიძლება (როგორც ყოფილი მსუქანი ვადასტურებ), თუმცა მაგაზე მეტად არ შეიძლება გაურკვეველი ნივთიერებით ადამიანების დარბევა, ციხეში უმიზეზოდ გამოკეტვა, ცემა და ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. ამ ყველაფრის არშემჩნევა კი ფსკერზე ყოფნას ნიშნავს, არათუ ვინმესთან მორალურ უპირატესობას.
ამ ხალხს თავი რომ მართლა სხვაზე უკეთესი ჰგონია, მაგათ შალვა რამიშვილიც კი სჯობს, იმის თქმა მაინც არ უტყდება, რომ ამ ყველაფერს ფულისა და პრივილეგიებისთის აკეთებს
წერს, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი-თაზო კუპრეიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights