“მკვდარი ხე” რომელიც არასოდეს აღარ გაიზრდება. ტოტებზე გარდაცვლილი პატარების სათამაშოებია.
518 ბავშვი გარდაიცვალა უკრაინაში ომის შედეგად, სწორედ ამიტომაც ქართველმა მასწავლებლებმა უკრაინის დედაქალაქში 518 სანთელი დაანთეს. მკვდარ ხეზე გარდაცვლილი პატარების ნივთები , სათამაშოებია გამოფენილი. ხე არასდროს აყვავდება და სათამაშოსაც არასდროს გამოიყენებენ პატარა ხელები. მეტი არაფერი შეგვიძლია ქართველ მასწავლებლებს, მხოლოდ ლოცვის აღვლენა და მოგონება თეთრ მტრედებად გადაქცეული პატარების.
მადლობა ქართველ მასწავლებლებს გაერთიანებისთვის. ჩვენ ერთად ბევრი რამ შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ჩვენი ომიცაა. დიდება უკრაინას” – წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.