პარლამენტი რუსულ კანონის მიუბრუნდება – მეუფე იაკობის სკანდალური ქადაგება

მეუფე იაკობი დღეს ამბიონიდან ირწმუნებოდა, რომ მარტის აქციები გულწრფელი პროტესტი არ ყოფილა. მისი თქმით, ახალგაზრდები ქუჩაში ოპოზიციამ გაიყვანა, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

პასუხი ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტუდენტებისგან უკვე მიიღო. ახალგაზრდებმა ანაფორის უკან ირაკლი ღარიბაშვილის აჩრდილი დაინახეს.

სინოდის გავლენიანმა წევრმა  დააანონსა,  რომ პარლამენტი რუსულ კანონს  მიუბრუნდება. არ დავიწყებია არც არასამთავრობო ორგანიზაციები. სინოდის გავლენიან წევრს იმედი აქვს, რომ მალე მათი უცხოეთიდან დაფინანსება საჭირო არ გახდება, რადგან სახელმწიფო  ფინანსებს გამონახავს და მესამე სექტორს თავად უზრუნველყოფს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share