გურიის მოამბე

ლელა იმედაშვილი-გულში არ ეტევა სიხარული და გიზიარებთ… დედამთილი გავხდი!

ბებიაჩემი ამბობდა- ,, გახსოვდეს, ბედნიერებას სავსე ჭიქასავით უნდა გაფრთხილება…ცას და ქვეყანას ნუ გააგებიებ შენი სიხარულის ამბავსო””… ჰოდა, მეც, ჩემი ჭკუით, გავყევი ამ მცნებას… იმასაც ვაცნობიერებდი, ბებიაჩემის დროს არ ვიცი, მაგრამ დღეს მართლა შეგეშინდება შენი სიხარულის გასაჯაროება, იმდენი თვალი და ენა ტრიალებს აღმა- დაღმა, უგზოუკვლოდ… მაგრამ მერე ჩემ თავს ვუთხარი- შენ რა, ლელა, ვინმემ და რამემ პწკარი შიში შემოგიტანა გულში? 😊 არ ვარ მ ე მაშინ მ ე… 😊 როგორც ჰერმან ჰესე ამბობს – ,,ბედნიერება ტალანტია და არა რაიმე ხელშესახები საგანი”🩷 ჰოდა, ისეთი ბედნიერება შემოვიდა ჩემს ოჯახში, გულში რომ არ ეტევა სიხარული და გიზიარებთ… დედამთილი გავხდი!😊 ღირსეული ბიჭის Giorgi Svanidze და ღირსეული გოგოს Salome Nadirashvili დიდი სიყვარულის ამბავი იწყება🩷🩷🩷 ჩვენი დიდი ოჯახის ტრადიციები, ურთიერთპატივისცემაზე აგებული ცხოვრების წესი მაფიქრებინებს- დიდი ბედნიერება გველოდება, ჩემებო🩷🩷🩷🩷 ❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️წინასწარ გმადლობთ ყველას, ვინც ჩემი ოჯახის ამ დიდ სიხარულს გულით გაიზიარებთ!

წერს, იმედაშვილი, ფეისბუკში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights