document.body.remove()
გურიის მოამბე

ნოდარ გოგუა – როცა შენი აზრის ღიად გამოხატვის გეშინია, “ლაიქით” მაინც გამოხატე, რომ მეთანხმები

ყველამ ვიცით – “ლაიქი” ლათინური სიტყვაა და მოწონებას ნიშნავს!! ძალიან ბევრ “ლაიქებზე” მონადირეებს ვიცნობ, მარა ეს ცალკე თემაა, ღმერთმა გვაცილოს!! ჩემი თაობისათვის, უფროსებისა და ცოტა უმცროსებისთვისაც, ანუ საბჭოთა წარსულით დატვირთულებისათვის სიტყვა “სოლიდარობა” ასოცირდებოდა ერთ-ერთ საბჭოთა დღესასწაულთან, “მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე”, პირველ მაისთან და შესაბამისად საღადაო, კომუნისტურ სიტყვად იქცა!!! არადა, სოლიდარობა, ემპათია, თანადგომა, ეს ის გრძნობებია, ურომლისოდაც ადამიანი სრულყოფილად არ მიმაჩნია!!!ახლა არ თქვათ – რას ბოჟიალობს ეს კაციო!!! რას, და როცა შენი აზრის ღიად გამოხატვის გეშინია, “ლაიქით” მაინც გამოხატე, რომ მეთანხმები და სოლიდარული ხარ!!! როცა ყოველდღე მთებს, ველებს, ირმებსა და პეპლებს ალაიქებ (არაფერი მაქვს ამის საწინააღგმდეგო!), თვეში ერთჯერ მაინც დაალაიქე, ანუ სოლიდარობა გამოუცხადე იმ ხალხს, ვინაც შენს მაგივრადაც იბრძვის შენი მომავლისათვის!!! ვითომ ასე ძნელია????!!!! არა მგონია!!!!! კანტის საფლავის ქვაზე აწერია – მე მუდამ მაოცებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობა ჩემში!!!!

წერს სამოქაქლაქო აქტივისტი, ნოდარ გოგუა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights