document.body.remove()
გურიის მოამბე

“ალფა სიხშირე” – დიქტატორ ნიკოლას მადუროს თავზე ძალზე “შავად იღრუბლება” 

🔵 აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ვენესუელის სანაპიროებისკენ გაგზავნეს ARLEIGH BURKE-ს კლასის 3 საესკადრო ნაღმოსანი- USS Gravely, USS Jason Dunham და USS Sampson, რომლებიც 24 საათში უნდა ჩავიდნენ ადგილზე. მათი მიზანია ლათინური ამერიკის ნარკოკარტელების მხრიდან არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.
▪️ ამჟამად კუნძულ კიურასაოსთან უკვე განთავსებულია USS Minneapolis-St. Paul-ის სპეციალური სამხედრო ხომალდი. Wasp-ის კლასის სადესანტო ამფიბიური ხომალდების ჯგუფი, USS Iwo Jima-ს ხელმძღვანელობით ნორფოლკში ქარიშხლის დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც კარიბის ზღვის აუზში გაემართება და ბორტზე აიყვანს საზღვაო ქვეითთა 22-ე საექსპედიციო კორპუსს— 2200 საზღვაო ქვეითის შემადგენლობით. შესაძლოა აშშ ვენესუელის ტერიტორიაზე სადესანტო ოპერაციას გეგმავდეს, რის ფონზეც , ჯამში ზემოხსენებული ტიპის 3 სადესანტო ხომალდი გაემგზავრება ვენესუელის სანაპიროებთან.
🔷 Reuters-ის ინფორმაციით, კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში დაგეგმილ ოპერაციაში ჩაერთვება დაახლოებით 4000 ამერიკელი სამხედრო, რამდენიმე სამხედრო ხომალდი, საპატრულო-სადაზვერვო თვითმფრინავები, P-8A Poseidon და 1 წყალქვეშა ნავი ( სავარაუდოდ, TOMAHAWK-ის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი) . პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს და ისინი იმოქმედებენ როგორც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ასევე საერთაშორისო წყლებში.
▪️ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სადაზვერვო ოპერაციებისა და მონიტორინგისათვის, არამედ როგორც პლაცდარმი ზუსტი დარტყმებისთვის, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული—- შეგახსენებთ, რომ იმ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნების ბორტზე, რომლებიც ამჟამად ვენესუელის სანაპიროებისკენ მიცურავენ, დიდი რაოდენობით TOMAHAWK-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტაა განთავსებული.
🇻🇪 ამასობაში კი ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში აკრძალა ნებისმიერი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ფრენა, შეძენა, გაყიდვა და მათი გამოყენების სწავლება. გამონაკლისი მხოლოდ სამხედროებისა და სპეცსამსახურებისთვისაა დაშვებული.
▪️ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-მა $50 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდის ვენესუელის ლიდერის დაკავებას, მისი ნარკოკარტელებთან შესაძლო კავშირების გამო.
▪️ ვენესუელის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 4,5 მილიონზე მეტი ე.წ მოლაშქრე მობილიზდება „ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად“. ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ის 3 საესკადრო ნაღმოსანი კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ვენესუელის სანაპიროებთან მიემართება ათასობით საზღვაო ქვეითთან ერთად.
🛳️ აღნიშნულ საზღვაო-მოიერიშე დაჯგუფებას შეუერთდა +1 TCINODEROGA-ს კლასის TOMAHAWK-ის ფრთოსანი რაკეტებით ( 100-მდეა ბორტზე) აღჭუევილი კრეისერი, რომელიც მიემართება ვენესუელის სანაპიროებისკენ.
ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი “ალფა სიხშირე” ავრცელებს
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights