რუსეთის მიერ ესტონეთზე თავდასხმის ორი სავარაუდო სცენარი (ჩვეულებრივი ინტერვენცია, ან ანექსია 2014 წლის ყირიმის მსგავსად) —


საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) ექსპერტები ანგარიშს აქვეყნებენ.
სცენარი I—- ინტერვენცია — ქალაქ ნარვას სწრაფი დაკავება, შესაძლო წინსვლა ტალინისკენ — ნატოს შოკირებისა და „პაუზის“ შესახებ მოლაპარაკებების იძულების მიზნით, ნათქვამია ანგარიშში.

ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან რუსეთის სახმელეთო ჯარების 40-ათასიანი დაჯგუფება ესტონეთის შეიარაღებული ძალების 43 ათასი სამხედროს წინააღმდეგ. ექსპერტების აზრით, რადგან რუსეთი ვერ შეძლებს მთელი ამ რესურსის ერთდროულად გამოყენებას, ესტონელებს რიცხობრივი უპირატესობა ექნებათ.

ორი დღის განმავლობაში ესტონეთში ნატოს მეზობელი ქვეყნებიდან დამხმარე ძალა ჩავა, ხოლო რამდენიმე საათში მოკავშირეების ავიაცია, საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს უპირატესობას ჰაერში….შედეგად, ინტერვენცია მოსკოვისთვის სტრატეგიული კატასტროფით დასრულდება. „რამდენიმე დღეში რუსეთი არჩევანის წინაშე დადგება: უკან დახევა, განადგურება ან ნატოსთან სრულმასშტაბიან ომში ესკალაცია“, — ნათქვამია მოხსენებაში.

სცენარი II—- ჰიბრიდული შეტევა (ანექსია) — ექსპერტების შეფასებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება ყველაზე მეტად სავარაუდოა. მას წინ უძღვის საინფორმაციო კამპანია და განცხადებები რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, კიბერშეტევები და არეულობა ნარვაში. ამის შემდეგ, ქალაქში შესაძლოა გამოჩნდნენ სპეცრაზმის ან საჰაერო-სადესანტო ძალების მცირე ჯგუფები.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: