არაჯეროვნად მოვალეობის შესრულების გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება მისცეს

ოზურგეთში მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნინო ქადეიშვილს და ამავე საუბნო კომისიის მდივანს დღეს ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაფრთხილება მისცეს,

როგორც ჩვენთან საუბარში სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ განაცხადა გაფრთხილების მიზეზი გახდა ორთავე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება,

კერძოდ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არასწორად ქონდათ ოქმში მითითებული. არ ჰქონდა ბათილი ბიულეტენები გათვალისწინებული ანუ უნდა ყოფილიყო 1276 ამომრჩევლი.

.გადავამოწმეთ ჩანაწერთა წიგნში ვერიფიკაციის აპარატის ჩეკი რაც იყო საბოლოო, იმას დავუმატეთ გადასატანი ყუთის ხელმოწერების რაოდენობა და ნამდვილად ბალანსი დაჯდა.

აქედან გამომდინარე თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მივეცით საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share