დასავლელი პროუკრაინელი ექსპერტები საუბრობენ – რა მოხდება იმ შემთხვევაში – თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა
განსაკუთრებულად ახალი მისგან არაფერი
თუმცა წინა საპრეზიდენტო ვადისაგან განსხვავებით ტრამპი თავისი ოპონენტების მიმართ იქნება უფრო ხისტი და მსრისხანე
დაიწყება ეროვნულ ფასეულობებზე საუბარი სადაც კიდევ უფრო განვითარდება პუტინის თეორია ამ თემასთან მიმართებაში
უკრაინასთან მიმართებაში – ყველა სახის დახმარებები შეწყდება – ტრამპი იქნება კატეგორიული-გინდათ რაიმე სახის თუნდაც ფორმალური ურთიერთობები? მიდით დაელაპარაკეთ პუტინს
ტრამპი დაიწყებს ასევე იმ ადამიანების დევნას ვინც იდგა მისი სასამართლო საქმეების უკან 21-24 წლებში
ტრამპი შეწყვეტს ურთიერთობებს დიდ შვიდეულთან, ნატოსთან და ევროკავშირთან
შექმნის რაღაც ურთიერთობების ფორმატში კავშირს ჩინეთთან, ორბანთან, ერდოღანთან და რუსეთთან
თუმცა, ამავე დროს, ეს ექსპერტები წერენ, რომ ტრამპს პრობლემები ჯერ კიდევ წინ აქვს, უფრო სწორედ მისი ძირითადი პრობლემები არც კი დაწყებულა
ბოლო გამოკითხვები მეტყველებენ, რომ მიუხედავად მასმედიისა და ინტერნეტის მიერ დემონიზაციისა ბაიდენის პოლიტიკა მუშაობს
პროუკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ტრამპს გამარჯვების იოტისოდენა შანსიც კი არა აქვს
ექსპერტები აცხადებენ რომ მომდევნო წელი უკრაინისათვის იქნება გადამწყვეტი
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოახერხებს 91 წლის საზღვრების აღდგენას და საჭიროა მისი ნატოში გაწევრიანება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიების ფარგლებში
გერმანია მომდევნო წელს უკრაინის მხარდაჭერას გააორმაგებს და ის 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 8 მილიარდი ევრო იქნება-ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებებს ეყრდნობა და შესაძლოა ეს თანხა 10 მილიარდამდევ ავიდეს
იაპონიამ შეწყვიტა უკრაინის ლტოლვილებისათვის სპეციალური დახმარების პროგრამა – ამის მიზეზი გახდა იაპონიაში უკრაინელი ლტოლვილების არ არსებობა-ადგილობრივი მედიის ცნობით უკრაინელ დევნილთა რაოდენობა რამდენიმე ადამიანამდეა დასული
უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღოს
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ბერესტეისკის პროსპექტზე
ბოლშევიკ ნიკოლას შორსის ძეგლი ტარას შევჩენკოს ბულვარში
არმიის გენერალ ნიკოლაი ვატუტინის საფლავი კიევის მარინის პარკში
ასევე პუშკინის ძეგლები ჟიტომირში, ხარკოვსა და ოდესაში
კნიაზ მიხაილ ვორონცოვის ოდესაში
მხედართმთავარ ალექსანდრე სუვოროვის იზმაილში
ადმირალ ფიოდორე უშაკოვის ხერსონში
ასევე ლუგანსკსა და უჟგოროდში არსებული საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ძეგლები
ყველა ეს ჩამონათვალი ჯერ რეესტრიდან გაქრება-კულტურული მემკვიდრეობის-შემდეგ კი დიდი ალბათობით მათი დემონტაჟი მოხდება
–