ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ოზურგეთელი მოჭიდავეებისგან

11 – 12 ნოემბერს ქ. ბათუმში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძის სახელობის ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ( 2007 – 08 ; 2009 – 10 წწ) გაიმართა.
 შეჯიბრი გუნდურ სახეს ატარებდა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
გუნდი 2009 – 10 წწ დაბადებულღა შორის მეორე ადგილზე გავიდა,  ხოლო 2007 – 08 წწ დაბადებულთა შორის გუნდური მესამე ადგილი დავიკავა.
 ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : კახაბერ აბაშიძემ,ლაშა გუჯაბიძემ, ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა ქადეიშვილმა, ქემალ ხარაბაძემ და გურამ და დავით მაჭარაშვილებმა მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share