ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ ერთი სკოლი მოსწავლის, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ, იმავე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
ამ წუთებში ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო
სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა
ადვოკატის ინფორმაციით ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ლანჩხუთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, 57 წლის მამაკაცი დააკავეს, მას ბრალად მერვეკლასელი მოსწავლის მიმართ სხვაგვარი სახის სექსუალური ქმედების ჩადენა ედება. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს. არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ცნობისათვის:
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ლანჩხუთის ერთ ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი შსს-მ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს დააკავა.
პედაგოგს ბრალი მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში, იმავე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეზე, ედება, სადაც თვითონ მოღვაწეობდა,
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
საქმე ეხება არასრულწლოვან მოსწავლე გოგონას და სწორედ მის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 57 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.