გურიის მოამბე

ჟურნალისტი – ისე გვაბრიყვებენ, როგორც უხარიათ, იმიტომ რომ ბრიყვები ვართ

გახსოვთ ალბათ, ხელისუფლება როგორი თავგამოდებით იცავდა ამ ფარცხალაძეს მაშინ, ამერიკამ რომ რუსეთის აგენტად გამოაცხადა. ექსკლუზიურად მისი ხათრით და ”პატივისცემით” ეროვნული ბანკის წესებიც კი შეცვალეს, სანქციებისგან რომ დაეცვათ. თან მხრებს იჩეჩავდნენ, მტკიცებულებები არ გვაქვს, კაცს ასე უბრალოდ აგენტს ვერ დავუძახებთო.
ის კაცი, რომლის გამოც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები გადადგნენ და ქვეყნის რეპუტაცია სასწორზე დადო ხელისუფლებამ (მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა რეპუტაცია :დდ ) თურმე მკვლელი ყოფილა და უამრავი წლით პატიმრობა ემუქრება.
რავი, ისე გვაბრიყვებენ, როგორც უხარიათ, იმიტომ რომ ბრიყვები ვართ.
წერს, ჟურნალისტი, თამთა დოლიძე-ფეისბუკის საკუTარ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights