გურიის მოამბე

საკალანდო ჭურის თავზე კალმახის შეწირვისა და ახალი წლის მოსავლთან დაკავშირებული რიტუალის შესახებ

საკალანდო ჭურის თავზე კალმახის შეწირვისა და ახალი წლის მოსავლთან დაკავშირებული რიტუალის შესახებ
.
აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მიხედვით – „გურიაში ახალ წელიწადს კალმახის დაკვლა საკალანდო ქვევრის თავზე დღეს სცოდნიათ მოსავლიანი წელიწადის დადგომის მიზნით“. თევზი ნაყოფიერების მომნიჭებელ ძალად იყო მიჩნეული – “ქართველ ტომებში თევზი, როგორც ნაყოფიერების მომნიჭებელი ძალა, მრავალ წესჩვეულებით დასტურდება: გურული საახალწლო კალმახი, თევზის ღვთაება ლარსა იმერეთში და სხვა.”
.
ასევე ერმილე ნაკაშიძე აღწერს გურიაში არსებულ შემდეგ საკალანდო რიტუალს: “ახალ წელს გამოცხობენ ოთხ ხაჭაპურს, რომელსაც ჩააწყობენ გიდელში და მისცემენ გოგონას მარანში შესატანად. ამ დროს მარნიდან გოგონასთან შესახვედრად გამოდის ვაჟი, რომელსაც ხელში უკავია ღვინით სავსე დოქი, ისინი შეხვედრისას ცდილობენ წაართვან ერთმანეთს ის რაც ხელში უკავიათ (რუსულ ტექსტში წერია, რომ იმართება – Борьба, ჭიდაობა, ბრძოლა), გამარჯვებული დამარცხებულს წაართმევს შესაბამისად ან ღვინოს ან ხაჭაპურებს და შეაქვს მარანში, სადაც შეკრებილია ოჯახის წევრები, რომლებიც გამარჯვებულის შესვლის შემდეგ საწნახელზე ჯოხის რტყმით იწყებენ სიმღერას:
.
„ოი გიდელი, გიდელი
ჩემი ვენახის სავსეა წვნიანი მტევნებით
სხვისი კი მხოლოდ ხმელი ფურცელებით“
.
თუ გამარჯვება ვაჟს დარჩება, მაშინ პურისა და ღვინის უხვი მოსავალი იქნება, ხოლო თუ გოგონას მაშინ – აბრეშუმისა და ყველაფერი იმის რასაც ქალები აკეთებენ სახლში.“
.
ნაკაშიძის თმით გარდა გურიისა ასეთი რიტუალი სამგრელოშიაც არის შემორჩენილი.
.
იმავე დღეს ოთხ ხაჭაპურს გამოაცხობდნენ. „ხაჭაპურებს გიდელში ჩააწყობდნენ. გიდელს გოგონა მარანში წაიღებდა. მარნიდან ვაჟი დოქით ღვინოს გამოიტანდა და გოგონას შესახვედრად წამოვიდოდა. შეხვედრის დროს იმართებოდა მათ შორის ბრძოლა. გამარჯვებული წაართმევდა ღვინო იქნებოდა თუ ხაჭაპური და მარანში შეიტანდა. იქ შეგროვდებოდა ოჯახის დანარჩენი წევრები და საწნახელზე ჯოხის დარყმით მღეროდნენ:
.
„ოიჰ გიდელო, გიდელო
ჩემი ვენახი სავსეა წვნიანი მტევნებით
სხვისში კი მხოლოდ გამხმარი ფურცლებია”
.
თუ გამარჯვება ვაჟს დარჩებოდა, ღვინისა და პურის. უხვი მოსავალი იქნებოდა თუ გოგონას – აბრეშუმის“.
.
ნინო თოფურიას მიხედვით: „გურიაში ახალ წელს აგუნას პურებს გამოაცხობდნენ. ზოგიერთ სოფელში აგუნას პურები პატარა მრგვალი კვერებია, ზოგან – დიდი მრგვალი კვერი. ამ პურებით ჭურებს მიულოცავდნენ, ზოგიერთ ადგილებში კი ვენახში შევიდოდნენ და პურს ვაზზე გადატეხდნენ“.
.
– გიორგი ჩიტაია – სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში (მოამბე 1941 (X);
– Кн. Е. К. Накашидзе – Очерк виноградство и винодѣлиія в Гуріи и Мингреліи „Сборникъ свѣдѣній по виноградарству и винодѣлиію на Кавказе“ IV 1896
– ნინო თოფურია – ქართველი ხალსის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან

(მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები) 1984
– მხატვარი ანტონ გოგიაშვილი (AI)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights