გურიის მოამბე

პირველი ინტერვიუ “ხარებასთან” გათავისუფლების შემდეგ

მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა  ტვ პირველისთვუს მიცემულ პირველ კომენტარში განაცხადა.

“ხარება” ამტკიცებს, რომ ის სისტემიდან საკუთარი სურვილით წავიდა და არავის გაუშვია. გდდ-ის ექს შეფის განცხადებით, მისთვის თანამდებობა არავის შეუთავაზებია, თუმცა “თუ ქვეყანას დასჭირდა, დაბრუნდება”.

,,ახლა გაიგე, რომ არ ვმუშაობ? მე სისტემაში არ დავბრუნებულვარ და არც ვაპირებ არსად დაბრუნებას. თუ ჩემს სამშობლოს დავჭირდები და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა და ბევრს აინტერესებს და არა-თქო ვამბობ. სისტემიდან რა თქმა უნდა ჩემი სურვილით წავედი, ეს ყველამ კარგად იცის. მე სპეცრაზმელობა არ დამიმთავრებია და არც ვამთავრებ. დავჭირდები ჩემ სამშობლოს, გავაგრძელებ ჩვეულებრივ”- აცხადებს ხარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights