დღეს ბევრი იწერება გასული საუკუნის დასაწყისში გურული ქალების სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაზე, ასევე ქალების პროტესტზე უსიყვარულოდ გათხოვების წინააღმდეგ. ლევ ტოლსტოი გურულ ქალებზე წერდა – „ქალები დადიან შეკრებებზე და მონაწილეობენ საერთო საქმეებში კაცების თანასწორად. ახლა გურულები ამბობენ, რომ ქორწინება სიყვარულის და არა ფულის გამო უნდა მოხდეს” (Маковицкий Д. П. “Яснополянские записки”. (1905) Вып. 2, стр. 12 – 13.)
.
ამ მხრივ საინტერესოა ფრაგმენტი შალვა შარაშიძის მოთხრობიდან „ნარო“, მოთხრობის მიხედვით მამა ცდილობს გაათხოვოს ნარო მის შერჩეულ საქმროზე, ნარო კი ამ დროს თავისთვის ფიქრობს:
.
“ბაბაის ამორჩეულ ქმარს წაყვე, რომ საწყალ ნენასავით ვირჩვე ჩემ სიცოცხლეში? გაჭირვებული და უენო მე სხვაიც მეზარება და მე უნდა შეიქმნე პირუტყვი? ამდენ საწყალ კაცს და საწყალ ცხოვრებას რომ ვუყურებ, მე იმიზაც გული მიკტება, თვარა მეც უნდა შევემატო იგინს? უსამართლოდ ნუ მომექცევიან, თვარა რავაია უსამართლობა მე დავანახვეფ იგენს“.
.
P.S. შალვა შარაშიძე სახალხო მასწავლებლების – გიგო შარაშიძის და ნინო ქიქოძის შვილი, ქრისტინე და დავით შარაშიძეების ძმა. ქართველი სოციალ-დემოკრატი, იუმორისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე
.
10.10.1904 წელი #260 – ცნობის ფურცელის სურათებიანი დამატება
ფოტო – შალვა შარაშიძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა