გურიის მოამბე

,,ოცნებას” მოსკოვში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

,,ქართულმა ოცნებამ”  რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ალექსანდრე წულაძე დანიშნა.

ფაქტი “შაბათის ეთერს” მაკა ბოჭორიშვილმა დაუდასტურა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მან და ირაკლი კობახიძემ მიიღეს.

ლექსანდრე წულაძემ ამ პოსტზე მამუკა მერკვილაძე ჩაანაცვლა. საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, მერკვილაძეს ახლო კავშირი ჰქონდა, ყოფილი გენპროკურორ, ძებნილი ოთარ ფარცხალაძეთან და სუს-ის ექს შეფთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. [მერკვილაძე ლილუაშვილის მეჯვარეა].

,,კანონში მაჩვენეთ მუხლი, სადაც მე ვალდებული ვარ, თქვენთან გავიარო კონსულტაცია. 

[რა კრიტერიუმით შეარჩიეთ განთლების ყოფილი მინისტრი ამ თანამდებობაზე – ჟიტნალისტი] რას უწუნებთ, რამეს უწუნებთ? რომელი კრიტერიუმი არ მოგწონთ მითხარით? და მერე [რომ არ აქვს დიპლომატიური გამოცდილება] მისი მოვალეობები იცით? – წაიკითხეთ. არ გინდათ ეს ნატატივი, რომ წულაია ოკუპანტ ქვეყანაში გავუშვით. რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მერე რა გინდათ, პირველად გესმით და ეს გინდათ ჩემგან გაიგოთ? მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, როცა მით უმეტეს, მაშინ როცა ადამიანს უშვებ მაღალ თანამდებობაზე დიმლომატიურ წარმომადგენლობაში – ეს ერთი. მეორე რუსეთში საქართველოს მისია ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს დახმარებით. არ იცით, რომ რუსეთში საქართველოს საელჩო არ ფუნქციონირებს და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს? ასეთი ფორმით ფუნქციონიორებს. ამიხსენით, თქვენი პრობლემა რა არის. [ბატონი ალექსანდრეს] დანიშვნა ჩემი და [ირაკლი] კობახიძის გადაწყვეტილება იყო”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ალექსანდრე წულაძე 2019 – 2023 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2023 წლიდან 2024 წლამდე კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2024 წლიდან 2025 წლის ივნისამდე კი განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights