დუბაიმ 2024 წელს 18,72 მილიონ ტურისტს უმასპინძლა

დუბაიში  ტურიზმის შთამბეჭდავიზრდა დაფიქსირდა. 2024 წელს ქალაქმა18,72 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც 9%-ით აღემატება გასული 2023 წლის შედეგს.

 

დუბაიში ტურისტული ნაკადების ზრდა რეგიონებმიხედვით ასე გამოიყურება: ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზი (+24%), აფრიკ (+20%) და დსთ და აღმოსავლეთ ევროპა (+16%). მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლეთ ევროპიდან ვიზიტორთა რაოდენობაც (+14%).

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) ქალაქის ტურისტულიშესაძლებლობების გასაძლიერებლად ინტენსიურ სამუშაოებს განაგრძობს. თანამედროვე ინფრასტრუქტური, მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით დუბაი ყველა პრეფერენციისა და ბიუჯეტის მოგზაურებსაკმაყოფილებს.

დუბაის ტურიზმისა და კომერციის მარკეტინგის კორპორაციის აღმასრულებელდირექტორის (Visit Dubai), ისამ ქაზიმის თქმით, 2024 წლის ტურისტული მაჩვენებლები დივერსიფიცირებულმარკეტინგულკამპანიების შედეგებს ასახავს, რამაც ხელი შეუწყოდუბაის,როგორც ბიზნესის, დასვენებისა და ინოვაციების გლობალური ჰაბის პოზიციონირებას.

„2025 წლის განმავლობაშიჩვენი მიზანია არათუ შეინარჩუნოდუბაიში უმაღლესი სტანდარტები, არამედ მუდმივად განვახორციელოთ ინოვაციები დაგადააჭარბოთ როგორც ახალი ტურისტებისისე ერთგული ვიზიტორებისა თუ მაცხოვრებლებისმოლოდინებს” -განაცხადა ისამ ქაზიმმა.

დუბაის ტურიზმისინდუსტრია 2024 წელს არაერთი პრესტიჟული ჯილდოთიქნა აღიარებული:  World Travel Awards-მაქალაქი სოფლიოს წამყვან სავაჭრო და საგამოფენო ადგილადდასახელა, მინა რაშიდი მსოფლიოს წამყვან საკრუიზო პორტად, ხოლო დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად. იმავე აეროპორტმა, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საერთაშორისო აეროპორტის სტატუსიშეინარჩუნადა 2024 წელს 92,3 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

2024 წლის განმავლობაში დუბაი მუდმივად ლიდერადგილს იკავებდაგლობალურ რეიტინგებშიNumbeo Safety Index-ის (2024) მიხედვით, ქალაქი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ხუთეულშიმოხვდა; Savills Executive Nomad Index-ის მიხედვით დუბაიდისტანციურად მომუშავე პროფესიონალების მთავარ მიმართულებად  რჩება და ზედიზედ მეხუთე წელია ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში Global Power City Index-ის (GPCI) მიხედვით.

2024 წელი დუბაისთვის ბიზნეს, გასართობი და სპორტული ღონისძიებების მდიდარი პროგრამითაც გამოირჩეოდა. Dubai Fitness Challenge-ს რეკორდული 2.7 მილიონი მონაწილეშეუერთდა, ხოლოდუბაის შოპინგი ფესტივალმა 30 წლის იუბილე აღნიშნა.გამოფენებმა და ბიზნეს ფორუმებმა ხელი შეუწყო ტურისტული ნაკადის ზრდას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყოხელი. ყველაზე დიდ ღონისძიებებს შორისიყო GITEX Global (200,000 მონაწილე), Gulfood (150,000), Arabian Travel Market (46,000).

*** 

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ: დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება და  დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას უწყობს ხელს. DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ასევე, პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე.  DET ქმნის დუბაის იმიჯს, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.

კომუნიკაციების სააგენტო Rose Creative Marketing დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) ოფიციალურ პრესსამსახურს წარმოადგენს დსთ-ს ქვეყნებში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share