ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ფიქრობს, რომ ევროპულ საბჭოს “ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკაზე მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს. პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც, ადამიანის უფლებების დარღვის უკან დგას, მინისტრებით დაწყებული, იმ პოლიციელებით დასრულებული , ვინ უკანონო ბრძანებებს ასრულებდა.
საქართველოს საკითხი დღეს ევროპელი მინისტრების დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა, შეხვედრის დაწყების წინ ბრიუსელმა მიიღო ინფორმაცია, რომ თბილისში იმაზე მძიმე საკანონმდებლო ცვლილებები დააანოსეს, ვიდრე რუსეთსა და ბელორუსშია.
მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს – ეს განცხადება დღეს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში გააკეთა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, ევროკომისარი ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომაგდნელებს “ოცნების” გამკაცრებულ კანონზე ესაუბრა. ამის შესახე თავად მარტა კოსმა თქვა. ევროკომისარი ამბობს, რომ რეპრესიულ კანონებზე პასუხი იქნება ქართველი ხალხის უფრო მდიდი მხარდაჭერა.







