გურიის მოამბე

ჩვენ არ ვართ წინსვლის, რეფორმების და ინოვაციების ქვეყანა, ჩვენ გავხდით აკრძალვების ქვეყანა – ვიქტორ ყიფიანი

ჩვენ გავხდით აკრძალვების ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მოდერნიზაციის, წინსვლის, რეფორმების, ინოვაციების ქვეყანა და ეს დამკვიდრდა ერთგვარ მოდად, – ამის შესახებ “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, ამ აკრძალვების ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა ალბათ არის კრიტიკული და ინფორმირებული აზრის ამოძირკვა ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან.

ყველა ის  გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ კრიტიკული მასა, ამა თუ იმ ფორმით, განულდეს ქვეყანაში,– თქვა მან.

,,ამ აკრძალვების ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა ალბათ არის კრიტიკული და ინფორმირებული აზრის ამოძირკვა ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან. გრანტების კანონი სწორედ მიმართულია, რომ სადაც ხდებოდა ინფორმირებული აზრის ჩამოყალიბება, ხელშეწყობა კრიტიკული აზრის ჩამოყალიბების და ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორზე და არა მარტო, ასევე პოლიტიკურ პარტიეებზე, მედიაზე. რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება გვქოდენს უამრავი კითხვა ამ სფეროს მიმართ, მაგრამ მთავარი ამოცანა ალბათ ეს არის რომ ყველა ერთ სტანდარტს მოერგოს და ამ სტანდარტს ჰქვია “რასაც ჩასძახებ იმას აგძახებს“ და თუ ამ სტანდარტს ვერ მოვერგებით ჩვენ მოვისმინეთ ამის თაობაზეც მკაფიო განცხადებებიც – არ მოგწონთ ეს ტანდარტები? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათი გადმოსხედიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, დატოვოთ ქვეყანა. ყველა ის  გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ კრიტიკული მასა, ამა თუ იმ ფორმით, განულდეს ქვეყანაში” – განაცხადა ყიფიანმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights