ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი, არის ის, რომ ჩვენ, ჯერ არ შემდგარი სახელმწიფო, ქვეყნიდან გეოგრაფიად ვიქეცით, – ამის შესახებ ამის შესახებ “ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ნაბიჯი გადაგვედგა წინ, ვქცეულიყავით ჩამკეტ სახელმწიფოდ, ჩვენ ქვეყნიდან გეოგრაფიის კატეგორიაში გადმოვედით.
“ქვეყანა, როგორც გეოპოლიტიკურად ფუნქციური აქტორი თანდათანობით ჩამოიშლა და ამოიშალა რეგიონის რუკიდან“, – განაცხადა მან.
,,რა თქმა უნდა, რეპრესიული კანონმდებლობა დასაგმობია, ინსტიტუციური მოშლა არის დასაგმობი, მაგრამ ყველაზე მთავარი უარყოფითი შედეგი, არის ის, რომ ჩვენ, ჯერ არ შემდგარი სახელმწიფო, ქვეყნიდან გეოგრაფიად ვიქეცით. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ნაბიჯი გადაგვედგა წინ, ვქცეულიყავით ჩამკეტ სახელმწიფოდ, ჩვენ ქვეყნიდან გეოგრაფიის კატეგორიაში გადმოვედით, თან გეოგრაფიაში, სადაც აბსოლუტურად გაუგებარი ინტერესების დინება შეინიშნება. ეს არის ყველა მნიშვნელოვანი პრეტენზია, რაც ჩვენ შეიძლება წავუყენოთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა, როგორც გეოპოლიტიკურად ფუნქციური აქტორი თანდათანობით ჩამოიშლა და ამოიშალა რეგიონის რუკიდან. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამის საფუძველს არ ამხოლოდ ჩვენი საზოგადოების მტკიცე განწყობა იძლევა, არამედ თვითონ სისტემა გაიხლართება საკუთარ წინააღმდეგობაში. იმდენად გაიბლანდება იმ დაპირისპირებაში, რომელიც ასე თვალსაჩინო გახდა სისტემის მესვეურებში და ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ თავის დასასრულს და ახალი თავის დაწყების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენებს”- განაცხადა ყიფიანმა








