გურია – რას სწერდა დიუბუა დე მონპრე თავის მეგობარს
.
ფოთიდან წმინდა ნიკოლოზის სიმაგრემდე სანაპიროს გავყევი, სადაც ბათუმის მთების ამფითეატრის ულამაზესი ხედით დავტკბი. უკვე შევედი გურიაში, ახალციხის მაღალ ქედსა და რიონის შორის გაშლილ ბრწყინვალე ქვეყანაში, რომელიც მცირე მდინარეებით უხვადაა მოწყული. მთავარი ქედის ძირში ტრაქიტის ქანებია ამოშვერილი, ხოლო უფრო მაღლა, სულ ზემოთ ნაცრისფერი ფიქალი. შეუძლებელია იმ წარმოუდგენლად ბრწყინვალე ხედის აღწერა, რომლითაც დავტკბი ამ მთებზე არსებული ლიხაურისა და ასკანის სიმაღლეებიდან. ამას მხოლოდ ცნობილი ითომე ძვლივს თუ შეედრება.
.
როგორც უზარმაზარი ბაღი ისე მთელი გურია ჩემს ფეხებთანაა გადაშლილი; დასავლეთით ზღვის კაშკაშა საზღვარი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კი ჰორიზონტს კავკასიონის გრანდიოზული ფორმები კეტავს, რომლის კიდეები სილუჯეში ქრება იკარგება, ცენტრში კი გიგანტურად მაღლდება მანათობელი მწვერვალებით გარშემორტყმული ელბრუსის მთა. უკან მოხედვისას კი ახალციხის მთების გულში ეშვები.
* * * *
– ფრაგმენტი ბატონი დიუ ბუას წერილიდან ბატონ ლ. ვ. ბუხისადმი – თბილისი, 1833 წლის 24 ოქტომბერი. (მინერალოგიის, სამთო და მეტალურგიის არქივიდან 1834 წელი) Archiv für Mineralogie, Geognosie, Bergbau und Hüttenkunde. 7. 1834 -(Aus einem Schreiben des Hrn. Du Bois an Hrn. L. v. Buch).-Tiflis, 24. Oct. 1833.
– დიუბუა დე მონპერეს (Dubois de Montpéreux) ატლასი “მოგზაურობა კავკასიაში” (1830-1834) ასკანის ციხესიმაგრე (გურიის სახელმწიფო საპყრობილე); ლითოგრაფია შესრულებულია 1843 წელს პარიზში, გავიორ ნიკოლე ერკიულის მიერ. (Dubois de Montperreux, Frédéric: Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée; Atlas ou IIe serie 1843)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








