გურიის მოამბე

ნინო წილოსანს სტუ-ში აქვს სადოქტორო დაცული, თავისივე უნივერსიტეტს აკნინებს?! – პროფესორის პასუხი

წილოსანს სტუ-ში აქვს სადოქტორო დაცული, თავისივე უნივერსიტეტს აკნინებს? – ეს განცხადება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მირანდა გურგენიძემ “ქართული ოცნების” დეპუტატის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

  • სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ – თქვა წილოსანმა.

თავის დროზე აბიტურიანტი რომ ვიყავი და მინდოდა იურისტობა, გადავწყვიტე, ჩამებარებინა თსუ-ში, რადგან “ტექნიკურ უნივერსიტეტს” არ ჰქონდა მაშინ იურიდიული ფაკულტეტი. არ მინდა, ალიან პოლიტიკური ელფერი მივცე ჩემს გამოსვლას, პირველ რიგში, მე ვარ იურისტი და აკადემიური წრიდან წამოსული, შესაბამისად, როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ ძალიან უნდა უხაროდეს სტუდენტს, რომელიც თსუ-ს დიპლომს აიღებს, ამით აკნინებს “ტექნიკურ უნივერსიტეტს”, აკნინებს იმ ისტორიას. სხვათა შორის, ქალბატონ ნინოს ჩვენი ერთ-ერთ ფაკულტეტზე აქვს სადიპლომო დაცული. რას ნიშნავს ეს? – თავისივე უნივერსიტეტს აკნინებს?! ეს უპირობო დაკნინებაა”- თქვა  მირანდა გურგენიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights