გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – ვირუსები და სასიცოცხლო იმუნიტეტის მთავარი მექანიზმები

ვირუსები და სასიცოცხლო იმუნიტეტის მთავარი მექანიზმები.
თუ ვირუსი აგრესიული დარჩა, დაიცავი და გადაირჩინე თავი მისგან და მისი გამააქტიურებელი, ჭარბი მკვლელი ციტოკინებისგან.
ამისთვის მიიღე რეალური ინფორმაცია, თანამედროვე ევრო-ამერიკული მედიცინის სტანდარტების გაანალიზებით.
ვირუსის და მაკროფაგების ბრძოლა, იმუნიტეტის ყველაზე დიდი ომია სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
პირველი ნაწილი
მიკრობიოლოგიით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა თავის დასაცავად მისი აუცილებელი დეტალები უნდა იცოდეს.იმაზე ზედმეტს არ ვიტყვი , რაც გონიერ ადამიანს სიცოცხლისთვის სჭირდება. ისევე როგორც ბიოქიმიის და ფიზიოლოგიის, სამედიცინო მიკრობიოლოგიის გარეშე ექიმის ცოდნა უხერხემლო ხდება, რადგან ის საფუძველია სამედიცინო აზროვნების და მკურნალობის სქემების. ვირუსებზე დეტალური სტატია მქონდა . მაგრამ, ახლა მხოლოდ, სიცოცხლის დასაცავ აუცილებელ შტრიხებზე , ვირუსის დროს სასიცოცხლო კვებაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე ვისაუბრებ .აქ,ისევე როგორც ყველა ჩემს სტატიაში, წაიკითხავთ თანამედროვე მსოფლიო მედიცინის დეტალების ანალიზს,ძველი და პრაქტიკულად დაუზუსუტებელი შეხედულებების გარეშე.
ლათინურად VIRUS—- ნიშნავს შხამს.
მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია —–ვირუსი ან კლავს ადამიანს ან აზიანებს. მხოლოდ მაღალი იმუნიტეტის ადამიანები დარჩებიან ნაკლები ზიანით. ამიტომ, პროფილაქტიკა მკურნალობასავით ძალიან მნიშვნელოვანია.
იქ სადაც ვირუსი განვითარების ეტაპებს გადის,იმ ორგანოს ის უჯრედები კვდება. ადამიანს , მარტივი ვირუსებიც კი, ორგანიზმის უჯრედების დაზიანების და დესტრუქციის მოხდენამდე არ დატოვებს.
ვირუსების რამდენიმე კლასიფიკაცია გვაქვს მედიცინაში. მათგან ყველაზე მარტივს წარმოგიდგენთ ,ვირუსების მექანიზმები უფრო ადვილად რომ აღიქვათ.1–დეენემ ვირუსები გარსით. მაგალითად ,ჩუტყვავილას ასევე, ბე ჰეპატიტის ვირუსი და სხვები. 2—დეენემ ვირუსები გარსის გარეშე . მაგალითად, პარვოვირუსი ასევე, პაპილომავირუსი და სხვა3—-ერენემ ვირუსი გარსით 4—ერენემ ვირუსი გარსის გარეშე.
ვირუსები ცოცხალი მატერიის შემადგენლები არ არიან.
ვირუსებს უჯრედული ფორმა არა აქვთ . მათ გენომში არის დეენემი და ერენემი. ასევე, ვირუსები შეიცავენ ცილებს და გააჩნიათ ფერმენტები .კონკრეტულ ერთ ვირუსში, მხოლოდ ერთი სახეობის ნუკლეინის მჟავაა ან დეენემი ან ერენემი.არასდროს არ არის ორივე.
ვირუსების მთავარი დამახასიათებელი და მიკროორგანიზმებისგან განმასხვავებელი არის———მათ სიცოცხლის და არსებობის უნარი შესწევთ,მხოლოდ და მხოლოდ —სხვა ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ვირუსები იზოლირებულად ვერ იცოცხლებენ. ისინი არსებობისთვის და გამრავლებისთვის სხვის მოფუნქციონირე უჯრედში უნდა იყვნენ.ეს მათი გამოკვეთილი მახასიათებელია .
დავაკონკრეტებ- ვირუსებს არა აქვთ —–უჯრედოვანი სტრუქტურა,როგორც ბაქტერიებს;ცილების და ორგანული ნივთიერებების ბიოსინთეზის საკუთარი სისტემა;ენერგიის სტაბილიზების საკუთარი სისტემა.ასევე არა აქვთ—-ციტოპლაზმა, ბირთვი,მიტოქონდრია, რიბოსომები.
იმას რაშიც შეხვეულია ვირუსების გენეტიკური მასალა კაფსიდი ეწოდება.ვირუსებს რომლებიც ბაქტერიებში მრავლდებიან ფაგები ეწოდებათ.
მოლეკულები , რომლებიც ზრდის და გამრავლების მასტიმულირებელ ფაქტორებს ქმნიან——-ვირუსებისთვის, ბაქტერიებისთვის,პარაზიტებისთვის და სხვა მიკროორგანიზმებისთვის —ეს არის პურინის და პირიმიდინის ფუძეები. მათზე ხშირად ვსაუბრობ დეენემის განხილვის დროს. პურინები და პირიმიდინები დეენემის მთავარი ბაზისებია. მათი სამშენებლო ბერკეტებია.ამიტომ, თითოეული დაავადების მიზეზების , მექანიზმების განხილვა და მკურნალობა სუსტი და უშედეგო იქნება, დეენემის ჭრილში გაანალიზების გარეშე.საშუალო და რთული დაავადებები ყოველთვის დეენემის დაზიანებით მიდიან. დაავადებების დროს ან პურინების ძლიერი მოშლაა ან პირიმიდინების.რომელი დაავადებების მოშლაა მათან დაკავშირებული ,ეს დეენემზე სტატიაში განვიხილე. ნებისმიერი დაავადება პურინების ან პირიმიდინების მოშლაა.მაგალითად, პოდაგრა პურინების მოშლაა ანუ დეენიმის ძლიერი დაზიანება და ეს ძალიან დეტალურად განვიხილე პოდაგრაზე სტატიაში.ადამიანი რომ დიდხანს აცოცხლო,აქედან უნდა აზროვნება და სამკურნალო სქემის შედგენა.
ორგანიზმის დამცველობით საშუალებებს და ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მებრძოლი თვისებების ერთობლიობას, რომელიც ორგანიზმს როგორც გარე , უცხო ფაქტორებისგან, ასევე შიგა ანუ პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციისგან იცავს ———კოლონიზაციური რეზისტენტობა ეწოდება. ეს რომ ირღვევა იმუნიტეტი დაბლა ეცემა და ვირუსებს და სხვა მიკრობებს ორგანიზმში შემოსაჭრელი ჭიშკარი გაეღებათ.
თუ ვირუსი უჯრედებს გარეთ იმყოფება, ის ვირიონია. როგორც ვთქვი, ვირუსები გენების მხოლოდ ერთი ტიპის ნაკრებს შეიცავენ ან დეენემს ან ერენემს.ანუ ვირუსები ჰაპლოიდური ორგანიზმების ტიპაჟებია. მხოლოდ, რეტროვირუსებია—–დიპლოიდები.
ვირუსების უმრავლესობის დეენემ ერენემი სამყაროსგან ადამიანების დასაზიანებლად ,ინფექციური მიზნითაა გამიზნული. ანუ ისინი დამუხტული არიან გენეტიკური ინფორმაციის პაკეტით,რომ ახალი ვირუსები შექმნან და ადამიანები დააზიანონ. ვირუსების ჩამონათვალში განსხვავებული ტიპაჟებიც არიან.მათგან—- მაგალითად, ვიროიდები მცენარეების დაავადებებს იწვევენ.პრიონები ძროხის ცოფს იწვევენ და სხვა.
დეფექტური ვირუსები დამოუკიდებლად ვერ მრავლდებიან სხვა ვირუსების გარეშე. ისინი მუტაციის შედეგი არიან.მისი მაგალითი ჰეპატიტის ზოგი ვირუსია.
ვირუსი მაშინ მრავლდება და ადამიანის პრობლემაც იწყება, თუ ის ჩასახლდება მის მიმართ სენსიტიურ უჯრედში. ანუ თუ ადამიანს ფონი აქვს დაავადებების და იმუნიტეტი კი დაბალი .ამ დროს უჯრედების მიტოქონდრიები სუსტი და პრობლემურია. ყველა ტიპის უჯრედში ვირუსი არ შეიჭრება.ვირუსს—ამ პატარა ორგანიზმს, რომელიც სინათლის მიკროსკოპში ძვლივს ჩანს, გასაოცარი მახვილი ტვინი აქვს .როცა ის ჩაჯდება უჯრედში, იწყება მისი შთამომავლობის შექმნა. უჯრედიდან გამოდიან მავნე თაობები ანუ ინფექციის დაწყების უნარის მქონეები.ვირუსის მოქმედების პირველი ეტაპია, როცა ის დაეცემა ორგანიზმის უჯრედს. ანუ დაავადება უკვე დაიწყო. ადამიანს ტემპერატურა უცებ აეწევა და დიდი დისკომფორტი აქვს.თუ სამსახურშია ,აუცილებლად სახლში წავა.იმუნიტეტზე იმხელა პირველი დარტყმის ტალღა მიდის, ადამიანს არც ძალა აქვს და არც სამუშაო განწყობა.
ახალი ვირუსული პათოლოგიის აწყობის ვარიანტი ,სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შეჯახებას მოგაგონებთ. იმ გაგებით, როცა უპრეზერვატივო სექსუალური კონტაქტის შემდეგ ,მილიონი სპერმიდან, მხოლოდ ერთი ააფრიალებს შთამომავლის შექმნის დროშას. შესაბამისად, ორგანიზმის უჯრედების და ვირუსის შეჯახების დროს უამრავი ვარიანტიდან,მხოლოდ ერთში ხდება უჯრედის და ვირუსის საქმიანი და შედეგიანი გადაკვეთა.ეს ურთიერთგადაკვეთა ხდება მხოლოდ მაშინ,თუ უჯრედზე სპეციფიკური რეცეპტორები არიან.
მაგალითად, ებშტეინ-ბარის ვირუსის დროს, კომპლემენტის რეცეპტორია ბე ლიმფოციტზე. ებშტეინ-ბარის ვირუსი სტატიებში და რეკომენდაციებში ბევრჯერ დავახასიათე. მაგრამ ,რახან ვახსენე, ისევ ვიტყვი ადამიანების სიცოცხლისთვის. ჩემი ყველა პაციენტი ,ვისაც კი ანგინა ერთხელ მაინც ჰქონია, ამ ვირუსზე ანალიზს იღებს.ეს კონკრეტული ვირუსი არის მოსახლეობის ყველაზე დიდი დამზიანებელი. ეს მაგალითი ამიტომ ვთქვი .ამ ვირუსის შედეგია უამრავი კუნთური დამბლა, ღვიძლის დაშლა, მიელომა, ლიმფომა და სხვა სიმსივნეები. რადგან ,ხშირად, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს , ვერ ხდება ანგინის დროს მონონუკლეოზის გამოცნობა. მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ,თუ ღვიძლის რეგულარული მეთვალყურეობა და მკურნალობა არ მოხდა, ეს ყველაფერი მიდის ქრონიკულ დაავადებამდე ან ღვიძლის დაზიანებამდე ან სიმსივნეებამდე.ბავშვი, რომელიც მონონუკლეოზს გადაიტანს , მას არასოდეს არ ექნება 100 პროცენტით სრულფასოვანი ღვიძლი . ამას უამრავჯერ დავაკვირდი. ამ ბავშვის ღვიძლს მთელი ცხოვრება საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება, სხვა დაავადებების ასაცილებლად.სამწუხაროდ, ასეთი ვითარება ხშირად —-ეს არაფერიად ფასდება. რადგან, ამ დროს ჩივილები არ ყვირის და შეიძლება მარტო ფარისებრის პრობლემა გამოიკვეთოს.
ვაგრძელებ ვირუსის აგრესიის აღწერას. პირველი ეტაპი იყო ვირუსის თავდასხმა უჯრედზე.მეორე ეტაპია ვირუსის გახდა ანუ მისი გაშიშვლება.ასე ქვია მედიცინაში ამ პროცესს. ანუ როცა ვირუსის ნუკლეინის მჟავებისგან , დეენემ ერენემისგან კაპსიდის ცილების ჩამოშორება ხდება.შემდეგ მიდის რთული მექანიზმები, რომლებიც ბევრისთვის დამღლელი იქნება და არ განვიხილავ.ვირუსის უჯრედზე თავდასხმის შედეგები ასე გამოიხატება. ორგანიზმის უჯრედი ,რომელსაც თავს დაესხა ვირუსი——კვდება. რადგან, ვირუსისგან ფიზიოლოგიურად დატერორებულ უჯრედში ვეღარ ხდება ცილების და სხვა ნივთიერების სინთეზი.ვირუსი რომ ბოლომდე ადაპტირდება ორგანიზმში, იმ ორგანოს , იმ მონაკვეთის უჯრედები სულ იშლებიან.
თუ ორგანიზმის უჯრედზე ვირუსის თავდასხმის დროს მორფოლოგიურ-ჰისტოლოგიური მოშლა ბოლომდე ვერ მოხდა,რჩება ვირუსით ინფიცირებული უჯრედები.ისინი ცოცხლობენ, მრავლდებიან.მაგრამ ,ეს უჯრედები არ არიან ჯანსაღები და მონაწილეობენ დაავადებების შექმნაში. რაც უფრო ძლიერია ადამიანის იმუნიტეტი, მით უფრო გადარჩება უჯრედები ვირუსისგან.
სხვა ვარიანტი ვირუსის თავდასხმის —–უჯრედზე ასეთია—-უჯრედების პლაზმური მემბრანა გაიხევა და დიდი ზომის უჯრედები იქმნება.მაგალითად, ეს ხდება ჰერპეს ვირუსის შეჭრის დროს.
ვირუსის უჯრედზე თავდასხმის ვარიანტებიდან ბოლო ასეთია—–როცა თავდასხმა სიმსივნური გადახრებით მთავრდება.ამ დროს უჯრედი არაკონტროლირებულად იწყებს ზრდას.ხოლო, მორფოლოგიურ-ჰისტოლოგიური მოშლა წინა პლანზეა და ძლიერია.
ზოგადად, ვირუსი არის მოძალადის ტიპი.ის უჯრედში ძალით იჭრება.როცა ის შეაღწევს უჯრედში,მსხვერპლის უჯრედის დეენემში გაბატონდება.ის მსხვერპლის უჯრედის დეენემის არა მარტო ნაწილი ხდება, არამედ მბრძანებელი და დამზიანებელი.შეჭრილი ვირუსი——-მსხვერპლის დეენემის შემადგენელ მასალას, ასევე ამინომჟავებს, ფერმენტებს, რიბოსომებს, მიტოქონდრიებს აძალებს და აიძულებს ——–საკუთარი ანუ ვირუსის დეენემი შეაქმნევინოს.მისთვის ანუ ვირუსისთვის მონურად ამუშაოს ისინი.
ადამიანში ვირუსული დაავადებებია——–გრიპი, ჰეპატიტი, ჩუტყვავილა
, ყბაყურა,წითელა და სხვები.
ვირუსის შეჩერების და დაბლოკვის მექანიზმი ასეთია —-ქიმიური ან ორგანული, ნატურალური წამალი ან ამავე თვისებების მქონე საკვები,მცენარე,ხილი,ურთიერთმოქმედებაში შედის ვირუსის ჰემაგლუტინინთან და აჩერებს ვირუსის ლიპიდური გარსის და უჯრედული მემბრანის შეწებებას.
ვირუსის დროს კვებას მომდევნო ნაწილებში ჩამოვთვლი.არასოდეს ვიტყვი იმას, რაც არ არის ევრო-ამერიკული სტანდარტი და მისი შედეგი უამრავჯერ უნდა მქონდეს ნანახი პრაქტიკაში. დღეს სრული ბაკქანალიაა ჩვენს დარგში. არაექიმები მეტს წერენ და ლაპარაკობენ მედიცინაზე ,უამრავ გადმოწერილ ძველ აბსურდებს.
ა ტიპის ვირუსი ,რომელიც გამორჩეულია სასუნთქ გზებში ტროპიზმით—-ცხვირიდან ფილტვის ჩათვლით,დასაზიანებლად ამორჩეულ უჯრედზე ეწებება Hით ანუ ჰემაგლუტინინიტ.N–ნეირამიდაზა კი ქილერის დამფინანსებელს ჰგავს,რომელიც უჯრედში შეჭრილ ვირუსს ეხმარება —- ახალი უჯრედები მუდმივად მოკლას მასპინძელ ორგანიზმში. რამდენჯერაც ახალ ალიანსს დაამყარებს ეს ორი ცილა—-ანუ -ჰემაგლუტინინი და ნეირამიდაზა,ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი შტამი შეიქმნა.
ვირუსი მარტო ადამიანებს არ ერჩის. ის აავადებს და აზიანებს——ცხოველებს, მცენარეებს, ასევე ბაქტერიებსაც.ბაქტერიების ვირუსებს ბაქტერიოფაგები ჰქვიათ.
როცა მცენარის ფოთოლი ფერს კარგავს და თუნდაც ზოგ ადგილში გაუფერულდება, ეს ვირუსით გამოწვეული მოზაიკური დაავადებაა.ამ დროს გააგრესიულებული ვირუსი ამსხვრევს ქლოროპლასტებს და ამის გამო ფოთოლი ფერის დაკარგვას იწყებს. მცენარეები——სამყაროს სილამაზე და ტვინია.ისინი მედიცინას სიგნალებს აძლევენ და ეხმარებიან ადამიანების სიცოცხლისთვის.სამყარო უამრავ მინიშნებას გაძლევს მცენარეებით.როცა მცენარის ფოთოლი გაუფერულებას დაიწყებს ეს ნიშნავს, რომ სახლში ან დაწესებულებაში ბევრი ჭუჭყი, ტოქსინი, მიკრობები, სოკოები და განსაკუთრებით—- ვირუსებია. ჰაერის ტენიანობა ნორმა აღარ არის.როგორც იტყვიან —–სახლი გენერალურ დალაგებას ითხოვს.
ჰემაგლუტინინი და ნეირამიდაზა
ზევით Hანუ ჰემაგლუტინინი და N ანუ ნეირამიდაზა უკვე ვახსენე. ევროპელი ექსპერტის თქმით——ყოველი 100 ექიმიდან ვირუსის გაანალიზების და მკურნალობის დროს ,ნეირამიდაზას დიდ საშიშროებებს ადამიანზე მხოლოდ10 ექიმი ხედავს და განიხილავს.ბევრჯერ მინახია ნეირამიდაზას მავნეობა და სრულად დავეთახმები . ასევე, დავამატებდი, ნეირამინის მჟავას მეტი აღქმადობა და გამოყენება რომ არ არის დღეს ,ამიტომაა ამდენი ქრონიკული დაავადებები და სიმსივნეები .
ნეირამინის მჟავას აქვს უამრავი ფარმაციული მოდიფიკაცია დაავადებების და სიმპტომების მიხედვით გამოყენებული. არ არსებულა ჯერ ჩემი პაციენტი , რომელიც ამათგან რომელიმე ვარიანტს არ იღებდეს. ანუ მიხვდით, რომ ნეირამიდაზა და ნეირამინის მჟავა სულ სხვადასხვაა.
ჰემაგლუტინინი და ნეირამიდაზა გრიპის ვირუსის ცილებია.ისინი ვირუსების ზედაპირებზე სახლობენ.რა ხასიათზეც იქნებიან ეს ცილები, ისევე იქნება ვირუსიანი პაციენტის მდგომარეობაც და სიცოცხლეც. ნეირამინიდაზა ცილაა და ფერმენტია.ის შლის ნეირამინის მჟავას ანუ ადამიანის ერთ-ერთ მთავარ სასიცოცხლო ფენომენს და ხელს უწყობს ვირუსს ,რომ დატოვოს ინფიცირებული უჯრედი და ახალი საკბილო ეძებოს. ანუ ვირუსმა დასაზიანებელი უკვე დააზიანა, ორგანიზმიდან მიდის და ჰგონიათ რომ ადამიანი მორჩა. ამ დროს კი ნეირამიდაზა ნეირამინის მჟავის დაშლას იწყებს . ეს ნიშნავს, რომ დაავადების შემდეგ აღდგენითი მკურნალობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მწვავე პერიოდში. ჰემაგლუტინინით და ნეირამიდაზათ ხდება ვირუსის შტამების გამოცნობა.ამ ორი აბეზარი ცილის ნებისმიერი ახალი ვარიანტის წყობა, ნიშნავს ვირუსის მომდევნო სხვა შტამს და ვირუსით —ახალ დაავადებულ ადამიანებს.
ამ სამყაროში მატლიდან დაწყებული —ადამიანის ჩათვლით ,ნებისმიერი არსება თუ წარმონაქმნი არსებობისათვის ბრძოლაშია ჩართული. ვირუსიც გაცხოველებით ცდილობს თავის გადარჩენას. ვირუსი თავის ბრძოლას ,თუნდაც, წარმატებით რომ წარმართავს , ბოლოს მაინც სუსტდება, რადგან ადამიანი ჯანმრთელდება.ამ დროს ვირუსი ხვდება, რომ მისი არსებული შტამი ბოლოს მაინც დამარცხდა.ამის შემდეგ ვირუსი იწყებს ახალი შტამის შექმნას.როგორც ვთქვი , ვირუსმა რომ ახალი მსხვერპლისკენ გადაინაცვლოს, ამაში მას ვირუსული ნეირამიდაზა ეხმარება.
ჰემაგლუტინინი ,უჯრედის რეცეპტორს—–ნეირამინის მჟავას მიეწებება და ამით იწყება ინფექციის გავრცელება ორგანიზმში.ანუ სიკეთის მკეთებლის და ჯანმრთელობის გარანტის იძულებითი გამოყენებით აკეთებს ბოროტებას და აზიანებს ადამიანებს.როგორც მიხვდით, ნეირამიდაზა და ჰემაგლუტინინი—— მავნებლობენ , ნეირამინის მჟავა კი სასიცოცხლო რეაქციების ფუძემდებელია. მავნებლობის მოთავე ჰემაგლუტინინი ხელ-ფეხს უკრავს სასიცოცხლო რეაქციების შემსრულებელს ანუ ნეირამინის მჟავას.
როგოც ზევით ვთქვი ,ნეირამიდაზა შლის ნეირამინის მჟავას .ვირუსის მექანიზმის განხილვის დროს ,რაც დადებითი სასიცოცხლო მჟავები ვახსენე ,ისინი კიბოს ძლიერი მარკერებია. მათი გადახრებით დღევანდელ მედიცინაში სიმსივნის ადრე დაფიქსირება ხდება.
ნეირამინის ანუ ორგანიზმის ყველაზე მაცოცხლებელი და რეაქციების მარეგულირებელი მჟავა მედიცინის მეცნიერებამ პირველად იპოვა ყბისქვეშა ჯირკვლის მუცინში.მას ჰქვია ჩიტის ბუდის ასევე მერცხლის ბუდის მჟავა. მასზე მომდევნო ნაწილებში კიდევ ვისაუბრებ.იქვე იმასაც გეტყვით, თუ რატომ არ შეიძლება მერცხლის ბუდის მოშლა ანუ სამყარო რა უარყოფით—– ადამიანის ან მისი ოჯახის დამზიანებელ პასუხს იძლევა ამაზე.
რომ შევაჯამოთ—–აგრესიული ვირუსის და სხვა ინფექციების დროს ნეირამიდაზა ადამიანს ძლიერად აზიანებს იმით ,რომ თუ დაბალი იმუნიტეტია, ის ადვილად ებრძვის სასიცოცხლო ნეირამინის მჟავს.
ძალიან მოკლედ იმუნიტეტის მთავარ დეტალებზე
ვრცლად იხ. ჩემი სტატია— იმუნიტეტი. იმუნიტეტი რომ არ არსებობდეს ანუ იმუნური სისტემა, ადამიანი უმალ მოკვდებოდა. ის ვერ გაუძლებდა ამდენი ვირუსის, მიკრობის თუ სხვა გარე მავნე აგენტების შემოტევას. ამ დაბინძურებულ სამყაროში ადამიანს მუდმივად უტევს——პარაზიტები, მიკრობები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები. ისინი დამზიანებელ შედეგს აღწევენ მეტაბოლიზმის ნივთიერებების ნაკლებობის და დისბალანსის, ასევე უფრო მეტად , ფიზიკური და სულიერი სტრესის დროს. ანუ მაშინ, როცა დაბლდება იმუნიტეტი. ადამიანის იმუნური სისტემა გარემოდან დიდ ზეწოლას იღებს და უძლიერესი სტრესის ქვეშაა.
ცნობილი ფაქტია-ჰაერში—-ოთახშიც და გარემოშიც , მუდამ ფრინავს აეროვანი განგრენის, ტეტანუსის, ტუბერკულოზის და სხვა ჩხირები.მთავარი ბრძოლა მათთან- სისუფთავით და ხელების ხშირი დაბანით იწყება.
იმუნიტეტი ვერასოდეს იქნება მწიფე ,თუ კუჭ-ნაწლავში რაიმე სახის დაზიანება ან დაავადებაა .ადამიანის ნებისმიერ ჩივილში, ორგანულ შეტევასა თუ ყველა დისკომფორტში საწყისი პრობლემის პროვოცირება კუჭ-ნაწლავიდან ხდება.ამის მაგალითი შაკიკის შეტევაცაა ,რომლის მექანიზმს უხშირესად ვხსნი.
როცა ალიმენტური გზით შემოდის ინფექცია ორგანიზმში , ამ შემთხვევაში ინფექციის გამომწვევი აგენტი იბუდებს—კუჭ-ნაწლავში. ამიტომ კუჭ-ნაწლავის დეტოქსი ყოველთვის უპირველესია, თუნდაც ზოგად დეტოქსამდე ,თუ კარდინალურ დეტოქსზე ცოდნა და გამოცდილება არ არის. რა ძვირიანი მედიკამენტებიც არ უნდა დალიო, მაგალითად, გულის ან ფილტვის ან სხვა პათოლოგიაზე, ის ხშირად გარკვეულწილად დაკარგულია, მითუმეტეს, თუ ქიმიური წამალია და ბიოქიმიაში ,თითქმის, შხამივით ერთვება მკურნალობის ნაცვლად. რადგან, კუჭ-ნაწლავის ნორმიდან გადახრილი ნივთიერებებიდან მუდმივად ხდება ორგანოების ინტოქსიკაცია და ფიზიოლოგიის აღრევა.
ადამიანში ,ვირუსების და მიკრობების—–შეტანის მოთესვის და გამრავლების მთავარი გარანტი არის ზემოთ აღწერილი ნეირამიდაზა. ყველაზე დიდი რიცხვი მიკრობების, ადამიანს ჰყავს მსხვილ ნაწლავში. ვირუსიც გართულებებს მსხვილი ნაწლავის მიკრობების რიცხობრიობის მიხედვით აკეთებს.რადგან, რაც მეტი მიკრობია მსხვილ ნაწლავში ,მით დაბალია იმუნიტეტი. თუ ვირუსიანი ადამიანი არასტაციონარულ პირობებშია ანუ ოჯახში, უპირველესი პირობაა ის უნდა სვამდეს სუფთა წყალს და ოთახი სველი წესით ლაგდებოდეს. აქცენტი მაქვს სისუფთავეზე და არა წყლის რაოდენობაზე.მედიცინაში წყლის სანიტარული სტატუსის შეფასება ხდება ნაწლავის ჩხირით. ხოლო მიკროორგანიზმებიდან ჰაერის სანიტარული სტატუსის მაჩვენებელია -სტაფილოკოკი.ეს ორი თუ დაერთო ვირუსიან ავადმყოფს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდება. ვირუსს ყოველთვის ართულებს მიკრობული ალიანსები. სისუფთავის ფენომენი გადამწყვეტია ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის. ხშირად ვიმეორებ—– ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობას ნიშნავს.
ვირუსი ურტყამს და თრგუნავს იმუნიტეტს. როგორც კი იმუნიტეტი ჩამოქვეითდება, მაშინვე იფეთქებს ბაქტერიული ინფექციები. საერთოდ, ნებისმიერი დაავადების დროს ადამიანი მაშინ კვდება,როცა იმუნური სისტემა ბოლომდე დაეცემა. კიბოთ დაავადებული ,თუ მას იმუნიტეტი გაუჯანსაღდება ბევრად მეტი ათეული წლით იცოცხლებს, ვიდრე არასიმსივნიანი ,რომელსაც დაბალი იმუნიტეტი აქვს . დაბალი იმუნიტეტი მთავარი ფონი და აუცილებელი პირობაა ადამიანის ადრე გარდაცვალების.ადამიანებს აოცებთ ის ფაქტი ,რომ —–ვიღაც საქმეში აქტიურად ჩართული, რომელსაც არცერთი ჩივილი არ ჰქონდა არაექიმის თვალით——–უცებ გარდაიცვლება და სიმსივნით დაავადებული კი ბევრად მეტ ხანს ცოცხლობს.ეს იმიტომ, რომ იმ მენეჯერს უფრო დაბალი იმუნიტეტი ჰქონდა ვიდრე სიმსივნით ამ დაავადებულს.
სხვადასხვა ვირუსს განსხვავებული მიკრობიოლოგიური ფსიქიკა აქვს. მაგალითად, ავიღოთ ჰერპესის ვირუსი .ის არის ინფექციური ტიპის დამზიანებელი. უახლესი ევროპული სამედიცინო დასკვნებით—- უმკურნალო ან არასწორად ნამკურნალები ჰერპესი 30 ზე მეტი სახეობის კიბოს იწვევს.ეს ვირუსი უხშირესად არ ჩანს.რომ მძვინვარებს, სავალდებულო არ არის ტუჩზე გამოაყაროს.როცა იმუნიტეტი სუსტდება —- სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე, მიძინებული ჰერპესი მაშინვე გაცოცხლდება . ორგანიზმში მყოფი ჰერპეს ვირუსი ,ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობს კიბოს დასამართებლად. ტუჩზე გამოსული ჰერპესი მიგანიშნებს, რომ ციტოკინების რიცხვი ამ ორგანიზმში მრავლდება. ჰერპესის კლასშია, როგორც ჩუტყვავილას ვირუსი, ისე ციტომეგალოვირუსი .ციტომეგალოვირუსზე არაექიმებს ის მაინც სმენია, რომ ის ხშირადაა ნაყოფის სიკვდილის მიზეზი და მელოგინეს დამძიმების. ასევე , ძალიან აზიანებს ღვიძლს. ბავშვს რომ ჩუტყვავილა აქვს გადანატანი, თუ ძლიერი პედიატრი არ დაურჩა ,მას მთელი სიცოცხლე ლატენტური ჰერპესით,სხვადასხვა ორგანოების გამოვლენილი პრობლემები ექნება. მკურნალობა უშედეგოა ,თუ იმუნიტეტი არ ამაღლდა. ამერიკულ ორგანულ, ნატურალურ , თანამედროვე რთულ მედიკამენტებში ჰერპესის მკურნალობის დრ
ოს ძირითადი აქცენტი იმუნიტეტის ამაღლებაზეა. თანამედროვე მედიცინით, ჰერპესის შებოჭვა და განეიტრალება ხდება მხოლოდ——-იმუნური უჯრედების გაძლიერების და გააქტივების გზით.მეორე აზრი ამაზე არ არის. მითუმეტეს, ექიმებს ეს ბევრჯერ გვაქვს პრაქტიკაში ნანახი.მხოლოდ გააქტივებულ იმუნურ უჯრედებს შეუძლიათ, როგორც ჰერპესის ისე სოკოს შებოჭვა.ანუ იმ ორგანულ, ნატურალურ მცენარეულ მედიკამენტებს , რომლებიც გააქტივებულ იმუნურ უჯრედებს შეიცავენ. ხოლო ,იმუნური უჯრედები შეიცავენ ამინომჟავების დიდ რიცხვს.
თანამედროვე მსოფლიო მედიცინა იქ არის ,სადაც გაანალიზება , შეფასება და მკურნალობის გამოყვანა ამინომჟავებზე დაყრდნობით ხდება. სხვა ტიპის მკურნალობა პრაგმატული და ძალიან ჩამორჩენილია.
თანამედროვე მედიცინის უახლესი მტკიცებაა—— იმუნიტეტი, მაშინ ახერხებს ადამიანის გადარჩენას და მორჩენას გააგრესიულებული ვირუსებისგან , რთული დაავადებებისგან და სიმსივნეებისგან, როცაTH1 და TH2 უჯრედები ბალანსირებულად თანაბარია.იმუნიტეტი როცა დაბალია და ეს უჯრედები ურთიერთგაუწონასწორებელია,მაშინ ტჰ2 უჯრედები უფრო გამრავლებული არიან და ზედმეტად აქტიურები.ეს ზედმეტად აქტიურები გამოათავისუფლებენ ჭარბ ციტოკინებს . ჭარბი ციტოკინები იწვევენ დაავადებების გართულებებს და სიკვდილობებს.ეს უნდა აკონტროლოს ექიმმა, რადგან ნებისმიერი ციტოკინის სიჭარბეს შეესაბამება კონკრეტული ჩივილები, რაც ბევრჯერ დავახასიათე დეტალურად .იმუნიტეტი უნდა იყოს არამარტო მაღალი —–არამედ ბალანსირებული. მხოლოდ ბალანსირებული იმუნიტეტის ფონზე რჩება რთული დაავადებები და არ კვდებიან სიმსივნიანი პაციენტები.
იმუნიტეტის მებრძოლი ჯარისკაცები
ბოლო ტელომერი რომ დამოკლდება, ღეროვანი უჯრედი და ლიმფოციტიც უკვე გამქრალია და ადამიანი იმ დღეს მოკვდება ნებისმიერ ასაკში .ტელომერები მოკლდება ,უპირველესად ,იმუნური სისტემის , კერძოდ, სისხლის სისტემის არასრულფასოვნების დროს .განუვითარებელია, ის ადამიანი, რომელიც ტრაბახობს, რომ მაგარია, რადგან დაბალი ჰემოგლობინით დიდი ხანია დადის.
ადამიანის დიდხანს სიცოცხლე შესაძლებელია. ჯანდაცვის სისტემა ხალხზე, მეტად უნდა მოერგოს .უფრო გაადამიანურდეს და კოორდინირებული გახდეს. პროფილაქტიკურმა ჯანდაცვამ თითოეული ადამიანი მისი სურვილის მიხედვით ბინაზეც უნდა აკონტროლოს. რადგან ,ზოგს არ შეუძლია სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირება და არც ხასიათში უზის. მედიცინა ფსიქოლოგიური შიგთავსის გარეშე , მშრალი, უგრძნობო და უპრაგმატულესი ხდება.სასიცოცხლო კვანძური პრობლემები უფასო უნდა გახდეს. დაუშვებელია ულიცენზიო ექიმი მკურნალობდეს ხალხს. ადამიანების იმუნიტეტი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ჯანდაცვიდან.სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ადამიანების იმუნიტეტის ამაღლებაზე.ეს უდიდესი ეროვნული საქმეა.ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი სურვილი და ეს შესაძლებელია. ოჯახის ექიმის ფარგლებში პრიორიტეტად უნდა დაიგეგმოს იმუნიტეტის ამაღლება ხალხისთვის.
იმუნიტეტის ყველა კომპონენტი დეტალურად უკვე განხილული მაქვს სტატიებში. ახლა ძალიან მოკლედ აუცილებელ შტრიხებზე.
გლუტამინი და ლიმფოციტები———
გლუტამინის შემადგენელი რეაქციების მოშლის ან მეტობის ან ნაკლებობის დროს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედები— ერითროციტები, ლიმფოციტები და ფიბრობლასტები არ დაიყოფა, რაც უმოკლესად რომ ვთქვათ, ქრონიკული დაავადებები ან სიმისვნეები ან სიცოცხლის ნაადრევი შეწყვეტაა.რა ხდება ამ დროს?ანუ როცა გლუტამინი მოშლილია—-აზოტის ოქსიდის ცვლა ირღვევა ,რაც თანდათან ორგანოების დაშლამდი მიდის.ამის მაგალითია გულის დაავადებები, ინფარქტი, სტენტირების საჭიროება ; თირკმლის ბოლომდე დაზიანებაა,პროსტატის ადენომა, მოურჩენელი ქოლესტერინი და სხვა ; სისხლის მიმოქცევის დარღვევა და თრომბირებაა; მჟავა— ტუტოვანი წონასწორობის დარღვევაა და სხვა.
ძალიან შორს წამიყვანდა საუბარი გლუტამინის ცვლის მოშლის, როგორც სიმსივნეების მექანიზმებში ერთ-ერთი წამყვანი ფენომენის შესახებ.
კუჭ-ნაწლავში კიბო გლუტამინის ცვლის მოშლის შემდეგ იწყება.რა თქმა უნდა ,სხვა ფაქტორებთან ერთად. თუ გლუტამინის ცვლას ერთი კომპონენტი მაინც,გადახრილი აქვს ნორმიდან ,ჭრილობა და დამწვრობა მალე არ მორჩება . შესაბამისად ,წყლულების გაჩენის მექანიზმს ნებისმიერ ადგილზე—– ან საშვილოსნოში ან კუჭ-ნაწლავში და ყველგან ,საფუძვლად მთავარი მიზეზი—- გლუტამინის ცვლის ელემენტების გადახრები აქვს.რამდენიმე სხვა ამინომჟავასთან ერთად, გლუტამინის სრული მოშლაა მძიმე პაციენტის ნაწოლების გაჩენის მთავარი მიზეზი.გლუტამინის სიჭარბეც დამზიანებელია და შემცირებაც .მითუმეტეს დიდ პრობლემებს იწვევს მის შემადგენელ რეაქციებში დარღვევები.
ბევრჯერ ავხსენი—ლიმფოციტები რაც უფრო ქვეითდება სიკვდილის დასტატუსებასთან ახლოს ვართ. პლაზმის გადასხმა რეანიმაციებში ,რომელიც სამწუხაროდ ყველგან ვერც ხდება დღეს,მხოლოდ დროებით ამატებს ლიმფოციტებს.
გლუტამინის ბიოქიმიის ყველა ეტაპი რომ გასწორდება—–ლიმფოციტები ნორმა გახდება, რასაც ღეროვანი უჯრედების შექმნის გააქტივება და ტელომერების სიგრძის ნორმის შენარჩუნება მოყვება———რაც ნიშნავს უპირობო სიცოცხლეს ნებისმიერი დაავადების დროს .
როცა ადამიანის გადასარჩენად არის ბრძოლა და პლაზმა ისხმება , თერაპიული მიზნით ეს ნიშნავს უპირველესად, ლიმფოციტების რიცხვის მხოლოდ დროებით აღდგენას .ამდენი მკურნალობის შემდეგ ადამიანი იმიტომ კვდება, რომ გლუტამინის და ლიმფოციტების აღდგენა არ გრძელდება. მის იმუნიტეტზე მუშაობა წყდება.ეს არის ინტენსიური თერაპიის ფარგლებში ნამკურნალები ადამიანის სიკვდილის მიზეზი. თითოეულ დაავადებასთან ბრძოლის დროს, ექიმს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მიზანი, რომელიც დაიჭერს სიცოცხლეს.
უეცარი სიკვდილი ტე ლიმფოციტების სრული ბლოკირებაა ძვლის ტვინში. 25 ამინომჟავის მაინც და მათ შორის ,აუცილებლად , უპირველესად, ამინომჟავა—–გლუტამინის ნორმა სჭირდება თიმუსს, რომ ტე ლიმფოციტების შექმნა არ შეწყვიტოს და ადამიანი არ მოკვდეს. მეცნიერულად დადასტურებულია —თიმუსის ჯირკვალი ტე ლიმფოციტებით ცნობს და თავიდანვე ანეიტრალებს ვირუსებს, სანამ ისინი ადამიანს დაააზიანებენ. როცა ლიმფოციტები დაქვეითებულია, ვირუსის გამოცნობის და მასთან ბრძოლის უნარი იმუნიტეტში გამქრალია. ლიმფოციტების სასიცოცხლო სტატუსი ვერ აღდგება ან დროებითი იქნება სიცოცხლე , თუ გლუტამინის მექანიზმები არ გამოსწორდება.
ზოგადი ნორმები ოდითგან მხოლოდ არაექიმებისთვისაა საორიენტაციო. აკადემიურ მედიცინაში სიცოცხლისთვის ბრძოლაში შედეგს აღწევს დეტალებზე კონცენტრირება.დეტალებზე კონცენტრირების უარყოფა არის დღევანდელი მედიცინის დაბალი რგოლების შეცდომა.ამის შედეგი კი ადამიანთა დაავადებების გაქრონიკულება და ხანმოკლე სიცოცხლეა. ანუ როცა ზედა და ქვედა ზღვრები ანალიზებში ნორმად მიიჩნევა და ეს არაფერიად ფასდება, როცა ეს დაავადების დინამიკის სიმძიმის ნიშანია. მაგალითად, ეს ადრეც განვმარტე და ვიმეორებ, ევრო-ამერიკული სამეცნიერო სტანდარტია ——– 300 ს ქვევით რაც უფრო დაბლაა თრომბოციტები სისხლის საერთო ანალიზში, მით უფრო სუსტდება და მცირდება ლიმფოციტები. სისხლის საერთო ანალიზში დაბალ ზღვარზე მყოფ თრომბოციტებზე——- ეს არაფერიას თქმა მორალური დანაშაულია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინაშე. როცა ტე ლიმფოციტების და თრომბოციტების რაოდენობა ქვეითდება, შესაბამისად, იმუნოგლობულინებიც მცირდება თანდათან. იმუნოგლობულინების გადახრა დადგენილი სტანდარტია სიმსივნეების ძიების . იმუნოგლობულინების ქვედა ზღვაზე ყოფნა ,თუნდაც დაქვეითებული არ იყოს, უძლიერესი ზარია სამყაროდან ექიმისთვის, რომ ეს ადამიანი არათუ მოსარჩენი ,არამედ გადასარჩენია.
გლუტამინის ცვლის ყველა რეაქცია ნორმაა? ეს ნიშნავს რომ ორგანიზმს აქვს სუფთა და უხარვეზო საწვავი და მის სიცოცხლეს ვერაფერი შეზღუდავს.კიბო არ იქნება თუ მექანიზმებს გავყვებით დაავადებების დროს . ამისთვის კი ——ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.არაფერი არ მორჩება იმუნიტეტის სიმწიფის გარეშე. იმუნიტეტი არ აღდგება იმუნური ჯარისკაცების ნორმის გარეშე. ვირუსი ადამიანებს მხოლოდ მაშინ კლავს ,თუ იმუნური სისტემის ჯარისკაცები ანუ მთავარი რგოლები დაზიანებულია ან დაკნინებულია და მკურნალობა დაგვიანებული და უხარისხოა.არავინ არ მოკვდება არანაირი ვირუსის დროს .ამისთვის უნდა იცოდეთ პროფილაქტიკური მეთოდები და დროულად მიმართოთ ექიმებს.
ძალიან დაზიანებული და დაკნინებული ლიმფოციტები , ვირუსის დროს, ზოგი პათოლოგიის ფონით ,პირიქით იმატებს. ამიტომ, თუ ვირუსის დროს არასტაციონარულ პირობებში ხართ, აუცილებლად უნდა სისხლის ანალიზის გაკონტროლება და ისეთი გამოცდილი ექიმების კონსულტაცია, რომლებიც ამას ზუსტად შეაფასებენ. რადგან, ექიმების დონე სულ თავისუფლად შეგიძლია დაახარისხო სისხლის ანალიზის წაკითხვით.საიდანაც უამრავი დაავადების ამოცნობა ან დაეჭვება შეიძლება.
თიმუსის ჰორმონები
იხ .ჩემი სტატია თიმუსი. ადამიანისთვის ყველაზე სასიცოცხლო—-თიმუსის ჰორმონებს საშუალო დონის მედიცინაში ტაბუ აქვთ დადებული ვერცნობადობის გამო .თიმუსის ჰორმონები,რომლებიც იმუნიტეტის მთავარი ბირთვი და ხერხემალია, თუ ნორმა არიან , უპირველესად, ფარისებრს და ორგანოებს აჯანსაღებენ .თიმუსის ჰორმონების დეგრადირების გარეშე არ არსებობს არცერთი კიბო, მითუმეტეს სასუნთქი სისტემის.თიმუსი სასუნთქი სისტემის მეფეა 30 წლამდე .შემდეგ კი ანატომიურად მიიმალება და რუხი კარდინალია, რომელიც ფარულად ადევნებს თვალს, უპირველესად, ფილტვებს და სასუნთქ სისტემას და მთელს ორგანიზმს.თიმუსის ჰორმონები —–ახდენენ ტე ლიმფოციტების მომწიფებას, აღვივებენ და ამრავლებენ ღეროვან უჯრედებს. ოპერაციით გადანერგილი ღეროვანი უჯრედები რამდენიმე წელში შემცირდება და ადამიანს იგივე ჩივილები განუახლდება. პრობლემა თიმუსში და მის ჰორმონებში უნდა გამოასწორო. რომლის შემდეგ,წარმოქმნილი ღეროვანი უჯრედები მრავალ ათეულ წლებს აცოცხლებს ადამიანს.
ღეროვან უჯრედებზე სტატიაში აღვწერე , რომ ტელომერები მოკლდება, ლიმფოციტების და ღეროვანი უჯრედების შემცირების პარალელურ რეჟიმში . ტე ლიმფოციტების და ღეროვანი უჯრედების შემცირება და გაქრობა, ტელომერების ბოლომდე დამოკლებასთან ერთად—— სიცოცხლის დასასრულის ნიშანია.ტელომერები, ტე ლიმფოციტები და ღეროვანი უჯრედები ერთად– ტანდემში მცირდებიან და ქრებიან.ექიმი პაციენტის
იმუნიტეტს ვერ მოამწიფებს იმუნიტეტის ჯარისკაცების და თიმუსის ჰორმონების კონტროლის გარეშე.ადამიანის სიცოცხლის დიდხანს გახანგრძლივება ამ პარამეტრების კონტროლით რეალურად ხდება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.
თიმუსის ჰორმონები ციტოკინებს აბალანსებენ და ნორმაზე ჩამოყავთ. ვირუსი მაშინ აგრესიულდება და მკვლელი ხდება თუ ციტოკინების რიცხვი მაქსიმალურია .
მაკროფაგები
ის რაც მაკროფაგების გამააქტივებელია—– ის ნივთიერებები, ხილი, საკვები, მცენარეები და მედიკამენტები, ყველაზე აგრესიული ვირუსის დროს მტკიცე გარანტი არიან ადამიანის სიცოცხლის ხსნის.ანუ მაკროფაგების გააქტივება ყველა მძიმე დაავადების და უკიდურესად აგრესიული ვირუსის გართულების დროს —–სასიცოცხლოა. მაკროფაგების გამააქტივებელი ორგანული, ნატურალური მცენარეული მედიკამენტები მსოფლიო მედიცინაში შეფასებულია, იმუნიტეტის ყველაზე ძლიერ წამლებად.მაკროფაგები ფაგოციტების სახეობაა. ისინი დიდი ზომის უჯრედებია და ამიტომ ჰქვია მაკროფაგები.ისინი ფაგოციტოზის მთავარი ფიგურებია. ფაგოციტოზით და აპოპტოზით ცოცხლობს ადამიანი.იხ ჩემი სტატია აპოპტოზი. რთული ვირუსი ადამიანს დაამარცხებს და გაურთულდება მაკროფაგების აქტივაციის გარეშე. ადამიანის ყველა ორგანოს თავისი პერსონალური მაკროფაგები აქვს.მაგალითად პანკრეასში ისინი ლანგერჰანსის უჯრედებია .მაკროფაგების საწყისი ფორმაა სისხლის მაკროფაგები.ისინი სისხლის საერთო ანალიზში მონოციტებით გამოიხატება,რომელსაც უცოდინარობის გამო ბევრი, პატივს არ სცემს და არც კითხულობს.მაკროფაგები კლავენ და შლიან ვირუსებს, ბაქტერიებს,სოკოებს.
ვირუსის და მაკროფაგების ბრძოლა იმუნიტეტის ყველაზე დიდი ომია სიცოცხლის შესანარჩუნებლად.რადგან, მაკროფაგები მხოლოდ იმუნურ სტიმულებს კი არ ქმნიან, არამედ კონკრეტულ ადგილზე ფიზიკურად იბრძვიან.ხშირად სისხლის საერთო ანალიზის განხილვის დროს მონოციტებს გვერდს აუვლიან,როცა მათი ერთით გადახრაც კი ჭკვიან ექიმებს სწორ გზაზე აყენებს. მაკროფაგები ვირუსებს ჯერ კლავენ შემდეგ ——–ყლაპავენ.სწორედ ეს არის ფაგოციტოზი. მაკროფაგების ტვინიერ—-გონიერი ფორმები ტე უჯრედების ამომცნობებია.თუ ადამიანი დიდი ხანია დაავადებულია და სწორი მკურნალობა არ ჰქონია ,ამ დროს ხან მაკროფაგებს ვირუსებთან კოლაბორაცია აქვთ და პირიქით, ხელს უწყობენ ვირუსების გავრცელებას.ვირუსის დროს სამკურნალო კვება მეცნიერულად ნუტრიციულად შესწავლილი საკვებით მაკროფაგებს და სხვა იმუნურ ელემენტებს ააქტიურებს. მაკროფაგები მუდმივად პოსტზე მყოფი იმუნური ჯარისკაცებია,რომლებიც ვირუსებს და სხვა დამზიანებელ აგენტებს მალე ამოიცნობენ და მაშინვე ბრძოლაში ჩაერთვებიან..
ციტოკინები.
მათზე მუდმივად ვსაუბრობ . მქონდა რამდენიმე სტატია ციტოკინებზე. უხშირესად ვახსენებ, რადგან, ყველა გართულებული დაავადება მათ უკავშირდება.ნებისმიერი რთული სამედიცინო პრობლემის დროს ციტოკინები მომატებულია.აგრესიული ვირუსის დროს უმთავრესი სასიცოცხლო პრობლემაა———მოჭარბებული ციტოკინები.მედიცინის მთავარი პრობლემა, გართულებული დაავადებების დროს ციტოკინების ნორმაზე ჩამოყვანაა.
ციტოკინებია——-ქემიოკინი, ინტერფერონი,ინტერლეიკინები, ლიმფოკინები , სიმისვნის ნეკროზის ფაქტორი ალფა და სხვა.სიმსივნის ნეკროზის ფაქტორზე ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ, ვირუსების და საერთოდ იმუნურ ჭრილში მომდევნი ნაწილებში ისევ განვიხილავ.რადგან ,სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას ზუსტი გააზრების გარეშე ,ვერცერთი ქრონიკული და რთული დაავადება ვერასოდეს ვერ მორჩება ბოლომდე. რადგან ,ყველა გართულებას— სწორება ამ ფენომენზე აქვს.
როცა მძიმე საკითხი დგას ——-კი თუ არა ფარისებრის ოპერაცია, როცა ფარისებრის სტატუსი კიბოსთან ასოცირებულია ,პრობლმას წყვეტს ანუ ადამიანი ოპერაციას გადაურჩება, თუ მომატებული რამდენიმე ურთულესი ფენომენი ნორმაზე დაჯდება.მათგან უპირველესი —–ციტოკინებია, კერძოდ, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, ინტერლეიკინ 6 და ინტერლეიკინ 10.
ციტოკინების სიჭარბე დაავადებების გამწვავებით გამოიხატება.
ციტოკინების სიჭარბეა—-ქრ დიარეა, სიმსივნეები, ორგანოების გამწვავებული ანთებები, ღია ან ატიპური ტუბერკულოზი,აუტოიმუნური დაავადებები,ნებისმიერი გაგრძელებული ტკივილი,ჩირქოვანი ინფექციები, ალცჰაიმერი, პარკისონი, შიზოფრენია, სახსრის გამწვავებული ანთება, შაკიკის შეტევა, მწვავე რთული ინტოქსიკაციები, ვირუსული ინფექციები;ფსორიაზის, დერმატიტების გამწვავება, პერიოდული მაღალი წნევა, ქოლესტერინის მატება და სხვა. ციტოკინური შტორმია——მწვავე პანკრეატიტი, პოდაგრული ართრიტი, ჰემორაგიული ინსულტი, ინფარქტი გულის, შარდ-კეჭოვანი და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების გამწვავება,ბოლომდე გააგრესიულებული ვირუსები,ფარისებრის შტორმი ტაქიკარდიით , თრომბოემბოლია და სხვა.
ციტოკინებს ქმნიან——მაკროფაგები,ბე და ტე ლიმფოციტები,პოხიერი უჯრედები, ფიბრობლასტები და ენდოთელიუმის უჯრედები.ციტოკინების შემქმნელები მთავარი სასიცოცხლო ნივთიერებებია, რომელთა ნორმა ჯანმრთელობას ნიშნავს, გადახრაკი დაავადებებს და სიმსივნეებს.
ჭარბი ციტოკინი უდრის ჭარბ თრომბს.შეიძლება გულის დაავადება და არტერიის შევიწროება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მან საშუალო აგრესიის თრომბით მაინც იცოცხლოს დიდხანს. მაგრამ, ციტოკინების მოჭარბების დროს, ეს ადჰეზია ანუ თრომბი ინფარქტად ან უეცარ სიკვდილად იქცევა.
გამწვავებული მდგომარეობების და ორგანული უკმარისობების დროს ადამიანს კლავს ჭარბი ციტოკინები.ექიმის მთავარი მიზანი ამ დროს ციტოკინების შემცირება უნდა იყოს.
ნორმაში მყოფი ციტოკინები ინფექციებს თავად ებრძვიან.სისხლის მიმოქცევას აწესრიგებენ . თრომი აღარ არის ან საშიში და აგრესიული არაა.
ყველაზე მეტად ციტოკინებს არეგულირებს ინტერლეიკინები.მაგალითად ,მაღლა აჭრილი და მთავარ მკვლელად გადაქცეული ციტოკინი შეიბოჭება , ასევე ——-ქრონიკული ანთებები დაცხრება, ალერგიები გაიწოვება,აუტოიმუნურები გაუმჯობესდება,სიმსივნიანი ბევრად მეტს იცოცხლებს თუ პერიოდულად მაღლა ავარდნილ ინტერლეიკინ 10 ს და 6 ს დაბლა ჩამოიყვან.
ცილების დაქვეითება ადამიანის სისუსტე და თანდათან დაშლაა. მაგრამ, ცილის მატების დროს ანთება ძლიერდება და ქრონიკული ხდება,რადგან ცილის მატებასთან ერთად ციტოკინები იმატებს .ციტოკინების მომატების ან დაკლების გარეშე არ არსებობს შემაწუხებელი დაავადებები.ინტერლეიკინ 10 ის გადახრაა—- ალერგიები,მძიმე ჩიყვი, შოგრენი, ალცჰაიმერი სკლეროზი და სხვა. ტუბერკულოზი ბოლომდე მაშინ მორჩება, როცა ინტერლეიკინ 10 დაბლა საბოლოოდ დაიწევს .ძალიან დიდი თემაა ციტოკინები ,კერძოდ, ინტერლეიკინები. საერთოდ, ინტერლეიკინების ცოდნის გარეშე მკურნალობა ფერშლობაა.
გააგრესიულებული ვირუსების დროს ადამიანის გადასარჩენად ,მთავარი სამიზნე- ციტოკინ ინტერლეიკინების ნორმაზე ჩამოყვანაა.
თუ ვირუსი ძალიან გააგრესიულებულია—- ინტერლეიკინ 6 იწყებს ზრდას. როცა ის ნორმის ზევით დაფიქსირდება, ორგანოს ქსოვილი უკვე დაზიანებულია. როცა ინტერლეიკინ 6 ნორმაშია,მაშინ მისი მთავარი ფუნქციაა—— აქტიურობა ბე ლიმფოციტების დაყოფის , განვითარების და ბიოქიმიური გარდაქმნების დროს—–პლაზმურ უჯრედებად, საიდანაც გამოიყოფა იმუნოგლობულინები .ახლა ამ წინადადებით ვსაუბრობ აცილებულ სიმსივნეებზე და სიცოცხლეზე, რადგან იმუნოგლობულინებით ფასდება იმუნიტეტი და სიცოცხლის ხანგრძლივობა.არასწორად გარდაქმნილი ბე ლიმფოციტების აქტივში კი ბევრი სიმსივნეა.იმუნიტეტი—— მწვავე დაავადებებზე , ანთებებზე,განსაკუთრებით ვირუსებზე, პასუხს სწრაფად იძლევა უსწრაფესი ——-ინტერლეიკინ 6ით.
გააგრესიულებული ვირუსის დროს თუ მედიცინა სწრაფად არ იმოქმედებს,რომ ინჰიბიცია მოახდინოის ანუ შებოჭოს ინტერლეიკინ 6ის გამრავლება,რასაც თან აუცილებლად უნდა ერთვოდეს —-მწვავე ფაზის ცილების ნორმაზე ჩამოყვანა, მაშინ ან ანთება ან ჩირქოვანი ინფექცია ან ვირუსი უკიდურესად გაავდება და შედეგები ცუდია. რადგან, ეჭვის ქვეშ დგება პაციენტის სიცოცხლე. რისი ბევრი მაგალითი კოვიდის დროს ვნახეთ მთელს მსოფლიოში.
დიაბეტი ინტერლეიკინ 10 ის ქრონიკული მატებაა. დიაბეტის გამწვავების დროს სხვა ციტოკინებიც იმატებენ.
ნებისმიერი ციტოკინური შტორმის დროს, ეს იქნება ვირუსის გართულება თუ ფარისებრის შტორმი ძლიერი ტაქიკარდიით ან სხვა ,ინტერლეიკინ 6 მაღლა აჭრილია და ისევ მიდის მისი პათოლოგიური შექმნა და მატება.ამის შედეგია თრომბი, ტაქიკარდია,ორგანოების უკმარისობები. ბოლომდე როცა ადის ——— ეს სიკვდილია.
როცა ამერიკულმა და ევროპულმა მედიცინამ გააანალიზა და სტატისტიკა შეაჯამა კოვიდით გარდაცვლილების———აღმოჩნდა, რომ ინტერლეიკინ 6 1000 ით —-ათასით იყო მომატებული კოვიდის ვირუსით გარდაცვლილებში.
ინტერლეინ 6 მატულობს ასევე, ამ დროს —– სარკომა, საკვერცხეების კიბო, პანკრეატიტი, აუტოიმუნური დაავადებები,ბაქტერიული და ვირუსული პროცესები,ორგანოების ანთებები,მიოკარდიუმის ინფარქტი,ინსულტი ,მიელომა, საშვილოსნოს ყელის კიბო და სხვა სიმსივნეები . მისი ძალიან მატება დაავადების აგრესიული მიმდინარეობის მარკერია.ინტერლეიკინ 6 ის მატება ბოლო სტადიაში გამოჩნდება ანალიზურად.
იმუნიტეტის მოსამატებელი კვება და ვირუსის დროს კვება დეტალებში განსხვავებულია. ყველა დაავადებას ინდივიდუალური კვება აქვს.თანამედროვე მედიცინაში კონკრეტული დაავადების ნუტრიციაში შემავალი პროდუქტები——- ხილი, ბოსტნეული, მცენარეები , მექანიზმით იმ მიმართულებაზე მუშაობენ, რაზეც ამ დაავადების წამლები. ამიტომ არის, ორგანული, მაღალი ხარისხის წამლები მცენარეული და ხილისგან.
მოჭარბებული და არა ძალიან გაზრდილი ციტოკინების საწინააღმდეგო საკვებია——-ორაგული, სკუმბრია, ისპანახი, კომბოსტო, ნიგოზი, კენკრა, სელი, ჯანჯაფილი, კურკუმა, ზეითუნი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს ამ საკვების ჭარბად,ძღომით მიღებას.
ვირუსის დროს, როცა ციტოკინები მომატებულია , კვება ამ ჩამოთვლილებისგანაც განსხვავებული და შემცირებულია. მსოფლიო ნუტრიციო
ლოგიაში ამ ეტაპზე სისხლძაღვების გასამტკიცებლად ისპანახი ლიდერობს. მაგრამ, დაავადებულმა უნდა მიიღოს მისი მედიკამენტი ან ისპანახის უმცირესი ულუფა. ამერიკული ორგანული წამალი, რომელიც მხოლოდ ისპანახისგან შედგება ჰიპოალერგიული და გაწმენდილი —-ტოქსინებსგან,შლაკებისგან, მძიმე მეტალებისგან 500ლარამდე ღირს. ნატურალური ისპანახის ჭამა საუკეთესოა პროფილაქტიკურად . დაავადებების დროს ცოცხალი ისპანახის ფხალი ძალიან მცირე უნდა მიიღოთ. ვიღაც უპრიმიტიულეს ფრაზას იტყვის—– რატომ 500 ლარი, აგერ მაქვს ბოსტანში ან ბოსტნეულის მაღაზიაში. აქ მივადექით იმ გლობალურ პრობლემას ,რაც მთავარი მიზეზია დღევანდელ სამყაროში ადამიანების ნაადრევი სიკვდილობის. ორგანული ,მაღალხარისხიანი ნატურალური წამალი არის ჰიპოალერგიული .ის გაწმენდილია——– შლაკებისგან, მძიმე მეტალებისგან, რადიაციისგან, ტოქსინებისგან , ალერგენებისგან, ტოქსიკური მინერალებისგან და სხვა ასეთი დამზიანებელი კომპონეტებისგან, ზუსტად რომლებიც იწვევენ სიმსივნეებს, ასთმას, ასთმურ ბრონქიტს და ქრონიკულ დაავადებებს. ბოსტანი და მისი პროდუქტები სიცოცხლისათვის უმაღლესი რანგია —– დაავადებებამდე. მძიმე დაავადების დროს კი, ადამიანმა რომ იცოცხლოს, მას ორგანული ჰიპოალერგიული მედიკამენტები სჭირდება. რა თქმა უნდა, ნატურალური ადგილობრივი პროდუქტიც სჭირდება და სასიცოცხლოა .მაგრამ,როცა ადამიანი დამძიმებულია, წამყვანი ამ დროს მედიკამენტია. გაგრძელება მომდევნო ნაწილებში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights