გურიის მოამბე

მიხეილ სააკაშვილი-საკმარისია ვინმე ბადრაგი ოდნავ ადამიანურად მომექცეს, ეგრევე ცვლიან

ის რომ ივანიშვილი თავად აკონტროლებს ჩემი ტყვეობის რეჟიმს, ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება.
ხოდა აი თვითონ ნახეთ მისი აზროვნების დონე, საკმარისია ვინმე ბადრაგი ოდნავ ადამიანურად მომექცეს, ეგრევე ცვლიან. ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობილი ექიმები, ყველა სხვაგან გადაიყვანეს, მაგრამ ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები.
საქმე იმაშია, რომ ციხეში ძალიან უხეში სკამია და მოვითხოვე რბილი დასაფენის შემოტანა. რაზეც ადმინისტრაცია დათანხმდა. ხოდა მორიგი ამანათით (თვეში ორჯერ რომაა დასაშვები) შემომიგზავნეს ეს დასაფენი და რატომღაც არ შემომიტანეს.
როცა ჩემმა ახლობელმა კითხა ციხის ერთ-ერთ უფროსს თუ რატომ დაარღვიეს პირობა, იმან დარცხვენილმა უპასუხა: “სულ მთლად ზემოდან დარეკეს. პრობლემაა რასაც ბ.-ნი მიშა წერს ფეისფუქზე, ამიტომ თქვეს, რომ ნაკლები უნდა წეროს, შესაბამისად ნაკლებად უნდა იჯდეს და მეტად იწვეს. ყველასთვის ასე იქნება კარგი”.
ჩემი საჯარო პასუხი ასეთია – ბებიათქვენისას, თქვე ავადმყოფებო – სულ რომ ცალ ფეხზე მომიხდეს დგომა, მაინც ვაზროვნებ, დავწერ. თუ დაწერილსაც აკრძალავთ, ზეპირს გამოვატან, მაინც მოგიღებთ ბოლოს!
დანარჩენი თვითონ დააკომენტარეთ.
აქვეყნებს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს, მისივე ფეისბუკ გევრდი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights