რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საქართველოს მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის ტექნიკის მიყიდვა შეაჩერეს.
ამ ჩამონათვალში შედის როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები და სხვადასხვა ტექნიკა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად, ერთ ერთი ქართული იმპორტიორი კომპანიიდან აცნობეს, რომელიც გერმანიაში ავტომობილების შესყიდვით არის დაკავებული.
მიზეზი – საქართველოდან დიდი ოდენობით ტექნიკის რუსეთში გატანა სახელდება და შეზღუდვები უკავშირდება ევროკავშირის მიერ რუსეთზე დამატებით, დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას.
როგორც ჩვენ, საქმეში ჩახედული პირი გვიხსნის, ხშირ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნებიდან შესყიდვებს, ქართული იმპორტიორების გვერდის ავლით რუსული კომპანიები ახორციელებენ, თუმცა აქ დამატებითი პრობლემა ისაა, რომ რუსული კომპანიები საქართველოსათვის მინიჭებული სპეციალური კოდებით სარგებლობენ, რომლებიც მათ ხელში, საქართველოში გავლენიანი პირების დახმარებით ჩაიგდეს.
აქედან გამომდინარე, ევროპულ ქვეყნებში ეს ფიქსირდება – როგორც საქართველოდან შესყიდვა და მას დღემდე სანქციები არ ეხებოდა, თუმცა, როგორც გვეუბნებიან, დღეს, პირველად გერმანულმა კომპანიებმა. იმპორტიორ ქართულ კომპანიებს უარი უთხრეს შესყიდვებზე – შესყიდული პროდუქციის დიდი ალბათობით რუსეთზე გადაცემის საბაბით.
ამ დროისთვის უცნობია, გერმანიის მსგავსად, კიდევ რომელმა ქვეყნებმა მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.








