გურიის მოამბე

ჩოხატაურში სკოლა გატეხეს და მანდატურების ტანსაცმელი მოიპარეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში, გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სოფლის სკოლა გაქურდეს.

ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, სოფლიდან აცნობეს.

დღეს დილით, სკოლაში მისულ პერსონალს, დაწესებულება, გატეხილი და გაქურდული დახვდა.

ადგილობრივების თქმით, ქურდები, სკოლის მანდატურის ოთახშიც შევიდნენ და ხელს მათი ტანსაცმელი-უნიფორმა-გააყოლეს.

როგორც ქვენობანიდან გვატყობინებენ, რამდენიმე დღის წინ სოფელში მაღაზია გაქურდეს, საიდანაც კონსერვის ქილები წაიღეს და ასევე გატეხეს პურის საცხობი და მოიპარეს პური.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights