პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს დღეს გირაო შეეფარდა.
პზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურორმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 4000 ლარის ოდენობით მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
კობა ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 5 მაისს მოხდა. პედაგოგ ლადო აფხაზავას და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდას თავს სამი პირი დაესხა და ფიზიკური შეყრაცხყოფა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.