რას ამბობდა “გურიის რესპუბლიკის” საქმეზე მოწმედ დაკითხული გორგასლიძე
.
გურიის რესპუბლიკის საქმეზე სასამართლოს მოწმის სახით დაუკითხია ქალაქ ოზურგეთის სტროსტა ვასილ ხუნდაძე და ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი ექვთიმე გორგასელიძე. ორივეს ჩვენებას აშკარად ეტყობა, რომ მოწმეები ძალიან ფრთხილობდნენ ან ეშინოდათ და ბრალდებულების საწინააღმდეგოდ ჩვენების ნაცვლად ბრალის შემამსუბუქებელ ფაქტებს ყვებოდნენ. განსაკუთრებით მაშინ თუ კი საკითხი ნასაკირალის შეტაკებას ეხებოდა. მოწმეები ამბობდნენ, რომ გურიის კომიტეტის დიდი ნაწილი და თავად ბენია ჩხიკვიშვილი წინააღმდეგი იყო ნასაკირალზე რუსებზე თავდასხმისა. ამ მხრივ საინტრესოა გორგასლიძის ჩვენების შემდეგი ეპიზოდი:
.
„მახსოვს ამნაირი შემთხვევაც ერთხელ მთავრობის განკარგულებით ქუთაის მივდიოდი. ვაგონში, სხვათა შორის, ერთი კნეინა გავიცანი. მკითხა ოზურგეთის ამბები. შედარებით მშვიდობიანობაა, მხოლოდ ცუდად მოიქცნენ, რომ ნასაკირალთან ჯარს დაეცნენ მეთქი. თურმე ვაგონი სავსე ყოფილიყო ახალთაობის კაცებით. დამაყარეს ყოველმხრივ სიცილი და ლანძღვა. მე, მართალი გითხრათ, ძლიერ შემეშინდა. ვინანე, რა ეშმაკმა მათქმევინა ეს სიტყვები მეთქი. ამ დროს საიდანღაც გაისმა ბენია ჩხიკიშვილის ხმა: „რა გინდათ, ეს კაცი სრულებით მართალს ამბობსო“.
.
– გაზეთი „ისარი“ 1908 წელი 24 იანვარი #19 (თბილისის სასამართლო პალატის 1908 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)
– მხატვარი სევერიან მაისაშვილი – ნასაკირალი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა