„სახლისკაცობა“ და „ხევისკაცობა“
.
გურიის სოფელი ფაქტობრივად სასოფლო თემის სახეს ატარებდა (გურიაში ცალკეული სოფლების გამგებლებს „ხელოსნებს“ უწოდებდნენ). მართალია სოფელი ერთ ერთეულს წარმოადგენდა, მაგრამ ჭირისა და ლხინის დროს ერთგვარი დაყოფა მაინც არსებობდა. სოფელი ერთი გვარის მიხედვით „სახლისკაცობითა“ და „ხევისკაცობით“ იყოფოდა.
.
აპოლონ წულაძე თავისი სოფლის – ჭანჭათის – შესახებ აღნიშნავდა, რომ მის სოფელში დიდი გვარები – წულაძეები, ვადაჭკორიები და გოგუაძეები ცალკეული სახევისთაოები/სასახლიკაცოები იყვნენ, ხოლო ორი პატარა გვარი – მგელაძე და ჩიჩუა – ერთ სახევისთაოში იყვნენ გაერთიანებული.
.
გურიაში ზოგ გვარს ცალკე საჯვარე (სამლოცველო) ჰქონდა. ქვემო გურიაში მაჰმადიანობის გავრცელების გამო, არაერთი გვარი ზემო გურიას და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახლდა.
.
1578 წლის საეკლესიო საბუთში დაფიქსირებულია გურიის სოფელ ბახვის მკვიდრი მამაკაცების პიროვნული სახელები: ათანასა, ამინდარა, გიორგი, გურისთოლა, დეისმამა, ვარდანა, იმრიდონ, იოვანე, ზავლა, ზაქარია, თევანია, თვალია, ილარიონ, ოქროპირ, კაკალა, კაკაცა, ლომა/ლომია, ლომისკაცი, მამია, მამისბედა, მამისთვალა, მამისთნა/მამისთენა, მამისმამა, მახარა, მახარობელ, მიქელა, ნასხიდა, ოზბეგ, ოქროპირი, პაპია, სანასარ, ქაზია, ქაიმაროზ, ყიზია, შენაწირა, ხუტია.
.
მომზადებულია რ. თოფჩიშვილის – “საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები”-ს მიხედვით.
.
ელენე ახვლედიანი – ლიხაური
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა