ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია ,რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს და მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზსს და ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმიანება : ” მე ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია ის თუ, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ხვალ ზეგ კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, არის საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, მე არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა საზოგადოებაში, მათ შორის საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე”.-განაცხადა ვოლსკიმ.