პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია დარწმუნებულია, რომ მისი შვილი იმიტომ ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი ეშინია.
ანზორ მელიას თქმით, ის ხალხს ძალიან უყვარს, ძალიან კომუნიკაბელურია და ცდილობენ, რომ ციხეში ჰაყდვეთ, 24 -საათიანი მონიტორინგის ქვეშ.
ასე ნაკლებად საშიში ჰგონიათ, მაგრამ უფრო უარესია ამათთვის, – განაცხადა მელიამ.
,,ეშინიათ ნიკასი, ის არის ძალიან კომუნიკაბელური აბსოლუტურად. სოფლებში რომ დადის, რაიონებში რომ დადის, ხალხი როგორ ეგებება, როგორი ეფერებიან, ან ჩემთან ეხლა რომ მოდიან ავადმყოფები რაიონებიდან, უნდა ნახოთ როგორ ლოცავენ ნიკას, როგორ ეფერებიან. უყვარს ხალხს და ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რომ ამ ქოცების კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს და ამიტომ ყოველნაირად ცდილობენ, რომ ნიკა მაგათ 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ ყავდეთ იქა. ასე ნაკლებად საშიში გონიათ, მაგრამ უფრო უარესია ამათთვის”- განაცხადა ანზორ მელიამ.








