“კიევში მივესალმებით პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს. უკრაინა გრძნობს თითოეული თქვენგანის ძლიერ და საიმედო მხარდაჭერას” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინაში დღეს ჩავიდა, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. იქამდე კი პრეზიდენტები რუსეთის მიერ განადგურებულ ბოროდიანკაში იმყოფებოდნენ პრემიერ დენის შმიგალთან ერთად.