კადიროვი უკრაინის მოვლენების აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა – კანდელაკი

რუსეთში მყოფი, ქართული წარმოშობის ჟურნალისტი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის მოვლენების აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა.

მისი თქმით, კადიროვისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გახდა აბსოლუტური ჰედლაინერი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში – ბევრ კოლეგას ბევრი რამ აქვს სასწავლი მისგან. მისი რეპორტაჟები გაცილებით საინტერესო, ცოცხალი და უკეთესია, ვიდრე ის, რასაც ჩვენი ტელეარხები ზოგჯერ ადგილზე იღებენ“, – განაცხადა კანდელაკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share