გურიის მოამბე

უცნაური “ხანძარი” ოზურგეთის ნაძვების პარკში

ოზურგეთში, ძველი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა უცნაური ცეცხლი შენიშნეს და რედაქციას ფოტო და აუდიომასალა გადმოუგზავნეს.

ამ მასალებიდან ირკვევა, რომ ვიღაცამ, ოზურგეთის ნაძვების პარკში, სადაც, გარდა ადგილობრივი ნაძვისა მრავლადაა აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი,  ჰიმალაური ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი, ტაქსოდიუმისებრთა ოჯახის კრიპტომერია, ძველი საბურავები მიიტანა და მას ცეცხლი მოუკიდა.

თუ რა მიზანი ჰქონდა ცეცხლის გამჩაღებელს ამ ზამთარში უცნობია, რადგან ეს ასწლოვანი ნარგავები ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია.

ცნობისათვის: საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

კრიპტომერია, (ლათ. Cryptomeria) — მარადმწვანე წიწვოვანი მცენარის გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. შეიცავს 1 სახეობას — იაპონურ კრიპტომერიას (ლათ. Cryptomeria japonica).

50 -მდე სიმაღლის ხეა. სამშობლოში (იაპონიაჩინეთი) კრიპტომერია მთებში წმინდა კორომებს ქმნის. ყოფილ სსრკ-ში კრიპტომერიას ძირითადად კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროს და ყირიმის ბაღებსა და პარკებში აშენებენ. დასავლეთ საქართველოში (ძირითადად აჭარაში) მას იყენებენ ქარსაფარ ზოლებად.

კრიპტომერიის რბილი, მსუბუქი, ძნელად ლპობადი, ზოგჯერ ლამაზსურათიანი მერქანი ადვილი დასამუშავებელია და წყალქვეშა ნაგებობებისა და ავეჯისათვის იყენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights