გურიის მოამბე

ოცწლიანი პაუზის შემდეგ, ოზურგეთში ავტომობილის ქურდობა დაფიქსირდა

დღეს, ბათუმი-ოზურგეთის ავტომაგისტრალის ურეკის მონაკვეთზე, გურიის პოლიციამ თხრილში გადავარდნილი ავტომობილი აღმოაჩინა.
როგორც ადგილობრივები გურიის მოამბეს ატყობინებენ, კურორტ ურეკში ამ დილით აღმოჩენილი სუბარუს მარკის ავტომობილი ბოროტმოქმედებმა წუხელ ნატანებში ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლიდან მოიპარეს.
პოლიციამ ავტომანქანის შემდგომი დათვალიერებისა და გამოძიების ფარგლებში ავტომობილი სპეც-ტექნიკის დახმარებით პოლიციის სადგომზე გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში ავტომანქანა უკანასკნელად 20 წლის წინ – 2006 წელს მოიპარეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights