გურიის მოამბე

დიდი ომის მოლოდინში: ამერიკა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ ძალებს აგროვებს

დიდი ომის მოლოდინში:
ამერიკა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ ძალებს აგროვებს:
მხოლოდ ამ კვირაში რეგიონში 100-ზე მეტი თვითმფრინავი გადაფრინდა, მაშინ როდესაც ირანთან დაძაბულობა კვლავ გრძელდება.
ამერიკის საზღვაო ფლოტმა რეგიონში უკვე გაგზავნეს 2 საავიამზიდო დამრტყმელი დაჯგუფება, USS Abraham Lincoln-ისა და USS Gerald Ford-ის ფლაგმანობით (როგორც თანმხლები და რეგიონში განლაგებული საესკადრო ნაღმოსნების, ისე ატომური წყალქვეშა ნავების ჩათვლით).
ავიაციის მხრივ ჩართულია:
▪️ F-16-ის, F-22-ის და F-35-ის ტიპის გამანადგურებლები.
▪️ 2 ერთეული E-3 Sentry-ის ტიპის ავაქსი, ასევე სადაზვერვო U-2 Dragonfly.
▪️ რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი (SIGINT) RC-135 Rivet Joint-ი.
▪️ საზღვაო პატრულირების თვითმფრინავები, მათ შორის P-8 Poseidon.
▪️ საჰაერო ტანკერები — ათობით KC-135 და KC-46.
▪️ მძიმე სატრანსპორტო ავიაცია — C-17 Globemaster-ის და C-5 Super Galaxy-ს ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს გადაყავთ პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლებიც აუცილებელია ესკადრილიების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
⬆️და ერთერთი უმთავრესი – საგემბანო ავიაცია, 100+ საგემბანო გამანადგურებელი.
სიტუაცია კვლავ ვითარდება. მსგავსი მასშტაბის გადაადგილებები მხოლოდ დაშინებისთვის განხორციელებული რომ ყოფილიყო, ეს კოლოსალური ფინანსური დანახარჯი იქნებოდა.
🔴შესაბამისად, ირანი ელოდება იმას, რაც უნდა გაკეთებულიყო დიდი ხნის წინ – ისლამისტების რეჟიმის მოსროლა ისტორიის სანაგვეზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights