გურიის მოამბე

გენერალი დენ კენი: „ეს არ არის ერთჯერადი, ერთღამიანი სამხედრო ოპერაცია. ჩვენ ველოდებით დამატებით დანაკარგებს.“

მერიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დენ კენი:
📌 „ეს არ არის ერთჯერადი, ერთღამიანი სამხედრო ოპერაცია. ჩვენ ველოდებით დამატებით დანაკარგებს.“
📌 „ჩვენი მისიაა, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ერთად აღვკვეთოთ ირანის მიერ ძალის გამოყენება მის საზღვრების გარეთ, ასევე ვიყოთ მზად შემდგომი შესაბამისი მოქმედებებისთვის.“
📌 „ძალების მობილიზება დღესაც გრძელდება. ფაქტობრივად, ადმირალი კუპერი (CENTCOM-ის სარდალი) დამატებით ძალებს დღესვე მიიღებს.“
📌 „პარასკევს, 27 თებერვალს, დღის 3:38 საათზე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ომის მდივნის მეშვეობით, მიიღო საბოლოო ბრძანება მოქმედების დაწყების შესახებ პრეზიდენტ ტრამპისგან. პრეზიდენტმა განკარგულება გასცა და მე ციტირებას ვახდენ: „ოპერაცია Epic Fury დამტკიცებულია. უკან დახევის გარეშე. წარმატებები“.“
📌 „ხმელეთიდან და ზღვიდან 100-ზე მეტი საფრენი აპარატი აფრინდა — გამანადგურებლები, ტანკერები, ადრეული შეტყობინების საჰაერო ხომალდები, ელექტრონული თავდასხმის თვითმფრინავები, ბომბდამშენები შეერთებული შტატებიდან და უპილოტო პლატფორმები — რომლებმაც ერთიანი სინქრონიზებული ტალღა შექმნეს.”
📌 “ეს იყო დღისით განხორციელებული დარტყმა, რომელიც ეფუძნებოდა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ შესრულებულ „გამომწვევ-მოვლენას“ და უზრუნველყოფილი იყო აშშ-ის დაზვერვის მიერ. პირველი გასროლები ზღვიდან განახორციელა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებით. ისინი მიუახლოვდნენ ირანის საზღვაო ძალებს და დაიწყეს დარტყმები ირანის სამხრეთ ფლანგზე.
ხმელეთზე ძალებმა გამოიყენეს ზუსტი დამიზნების იარაღი — გათვლილი, გააზრებული, ზუსტი და მომაკვდინებელი. ეს იყო მასირებული, დამაბრკოლებელი შეტევა ომის ყველა თეატრში, რის შედეგადაც პირველ 24 საათში ათასზე მეტ სამიზნეს დავარტყით.“
📌 „ჩვენ ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით 57-ე საათზე ვიმყოფებით, საწყის ფაზაში. CENTCOM-ის ფოკუსი იყო ირანის სამეთაურო და საკონტროლო ინფრასტრუქტურის, საზღვაო ძალების, ბალისტიკური რაკეტების პოზიციებისა და სადაზვერვო ინფრასტრუქტურის სისტემური განადგურება — რაც მიზნად ისახავდა მათ დეგრადაციასა და დეზორიენტაციას.”
📌 “კოორდინირებულმა კოსმოსურმა და კიბეროპერაციებმა ეფექტიანად ჩაშალა კომუნიკაციები და სენსორული ქსელები პასუხისმგებლობის მთელ არეალში, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს აღარ აქვს უნარი დაინახოს, კოორდინაცია გაუწიოს ან ეფექტური პასუხი გასცეს ქმედებებს. ამ სწრაფი, ზუსტი და მძლავრი დარტყმების ერთობლივმა ეფექტმა ადგილობრივი საჰაერო უპირატესობის მოპოვება გამოიწვია.“
📌 „ამერიკულმა B-2 ბომბდამშენებმა — ოპერაცია „Midnight Hammer“-ის მსგავსად — შეასრულეს 37-საათიანი ორმხრივი მისია კონტინენტური შეერთებული შტატებიდან და ჩამოყარეს მაღალი სიზუსტის ღრმა შეღწევადობის საბრძოლო მასალა ირანის მიწისქვეშა ობიექტებზე სამხრეთ ფლანგსა და უფრო ღრმა ტერიტორიებზე.“
📌 „მე ინფორმირებული ვარ რეგიონში გასულ ღამეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი F-15E-ს დაკარგვის შესახებ. მადლობელი ვარ, რომ ეკიპაჟები უსაფრთხოდ არიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ ყოფილა მტრის ცეცხლის შედეგი. ვინაიდან საკითხი გამოძიების პროცესშია, დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ.“
📌 „მათთვის, ვინც აპირებს გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ან დაემუქროს შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებს ან ინტერესებს, ნათლად გააცნობიერეთ: ჩვენ თქვენამდე მოგწვდებით. ჩვენ შეგვიძლია ბრძოლის გაგრძელება, შეგვიძლია ბრძოლის მასშტაბების გაზრდა და ჩვენ გავიმარჯვებთ.“
გენერალი დენ კეინი, აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაური აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდება და უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს:
🎯„ჩვენი ტაქტიკური ავიაციის დამატებითი ძალები აგრძელებენ შემოსვლას საომარი მოქმედებების თეატრში. ვფიქრობ, ჩვენ უკვე თითქმის მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც გვსურდა საერთო საბრძოლო შესაძლებლობებისა და საერთო საბრძოლო სიმძლავრის თვალსაზრისით ადმირალ კუპერისთვის.“
🔹 გულისხმობს დამატებითი გამანადგურებლების (F-35, F-22, F-15E) გადმოსროლა-კონცენტრაციას, რომლებიც უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights